
24-25 ოქტომბერს ტაჯიკეთის დედაქალაქმა ჯუდოში ახალგაზრდულ გრან-პრის უმასპინძლა. აღნიშნული შეჯიბრი დუშანბეში, ისტორიული გამოდგა და მასში საქართველო 16 ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის ორი გოგონა იყო.
გოგონები:
-63 კგ სოფიო თათრიშვილი
-70 კგ ქეთი რობაქიძე
ვაჟები:
-60 კგ - შოთა ბაჩოშვილი, ლუკა ქალიაშვილი
-66 კგ - საბა საბაშვილი, მერაბი სამადაშვილი
-73 კგ - გიგი გიუნაშვილი, გიორგი გივიშვილი
-81 კგ - გიორგი მუმლაძე, საბა ჯახველაძე
-90 კგ - ლუკა თევდორაძე, საბა გველესიანი
-100 კგ - ნიკოლოზ ზაალიშვილი, დავით პაპუკიშვილი
+100 კგ - გიორგი ქარჩაიძე, შოთიკო გოჩიაშვილი
ორდღიანი ასპარეზობის შემდეგ, ქართული გუნდი სამშობლოში ოქროს მედლის გარეშე ბრუნდება, თუმცა საერთო ჯამში, ჩვენების ანგარიშზე ოთხი ვერცხლის მედალია: საბა საბაშვილი (-66კგ), ლუკა თევდორაძე (-90 კგ), ნიკოლოზ ზაალიშვილი (-100კგ), და შოთიკო გოჩიაშვილი (+100კგ). ჩვენებმა, ასევე მოიგეს ბრინჯაოს მედლებიც - მერაბ სამადაშვილმა (-66კგ), გიგი გიუნაშვილმა (-73კგ). კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი გოგონების ანგარიშზეა. ასპარეზობის მეორე დღეს, ქეთი რობაქიძემ რუსი ევა ოგნივოვა იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ბრინჯაოს ფინალამდე ცოტა დააკლდა ჩვენი გუნდის მეორე ქართველ გოგონას - სოფიო თათრიშვილს, რომელიც რეპეშაჟში აზერბაიჯანელთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.





ჩვენ







