
მორიგი უქმეები ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საფეხბურთო ლეგიონის უფრო დიდი ნაწილი „საქმეშია".
იტალიის სერია A-ში მოთამაშე ქართველებიდან პირველი საბა გოგლიჩიძის „მონცამ" ითამაშა და გასვლაზე 3-2 დამარცხდა „ტორინოსთან". ქართველმა მცველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. საბას გუნდი, პირველ ტაიმში გაშვებული გოლის შემდეგ 1-0-ს აგებდა, თუმცა, მეორეს საწყის წუთებზევე მოახერხეს გათანაბრება. მალევე, ამ შეხვედრაში სტატუს-კვო აღდგა, თუმცა, ასევე მალე მასპინძლები კვლავ წინ გავიდნენ, ჯერ ერთი ბურთით, 72-ე წუთზე კი, ორით. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე კი, ავტო-გოლზეც არ თქვეს „უარი" და საბოლოო ანგარიშიც მათ დააფიქსირეს. 8 ტურის შემდეგ „მონცას" 7 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა.
ბულგარეთის პირველ ლიგაში მე-12 ტური გაიმართა. ლაშა დვალის სოფიის „ცსკა 1948"-მ დიდი ანგარიშით 4-0 პლოვდივის „ბოტევი" დაამარცხა. ტრადიციულად ლაშამ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ბულგარული მედია სისტემატურად ახსენებს გულშემატკივარს, რომ ქართველმა გუნდის დაცვაში სტაბილურობა შეიტანა. 12 ტურის შემდეგ, დვალის გუნდს 25 ქულა აქვს და ამ ეტაპზე მე-5 ადგილზეა.
ფრანგულ ლიგა 2-ში ფრედ, 1-1 ითამაშა გიგი აბუაშვილის „მეცმა", გასვლაზე „დიუნკერკთან". სტუმრებმა სწრაფი გოლით გახსნეს ანგარიში. ამას დაემატა მეორე ტაიმში, მასპინძელთა რიგებიდან გაძევებული კაცი, გაფუჭებული 11-მეტრიანი... თუმცა, სანგატეომ, რომელმაც 65-ე წუთზე პენალტი გააცუდა, თავადვე მოახერხა სიტუაციის გამოსწორება და დამატებაზე, „მეცს" მაინც გაუტანა. „აბუმ" სასტარტოდან დაიწყო და 81-ე წუთზე შეცვალეს.10 ტურის შემდგე, „მეცს" 14 ქულა აქვე და მე-8 ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ქართველების „ზირამ", საშინაო შეხვედრაში 3-2 დაამარცხა „სუმგაიტი". დავით ვოლკოვი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა. ამასთან, 3-ქულიაი გოლი 83-ე წუთზე გაიტანა, როდესაც შესაძლოა ორივე გუნდი ფრეს იყო შეგუებული. ამ გოლის წყალობით, „ზირამ" 15 ქულით, ტურის დასრულებამდე მე-5 პოზიციაც შეინარჩუნა. აი, რაც შეეხება გიორგი პაპუნაშვილს, ის განაცხადში.
ხვალ, ქართველი ლეგიონერების კლუბები მორიგ მატჩებს ჩაატარებენ.





ჩვენ







