
ხვალიდან, 25-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის ეტაპს ითამაშებს. ტატა მატვეევას გუნდი აღნიშნული ლიგის მეორე ჯგუფის შეხვედრებს თბილისში გამართავს და ჯგუფიდან გასასვლელად ჩრდილოეთ მაკედონიის, უელსისა და ლუქსემბურგის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.
ტატა მატვეევას გუნდი მატჩებს თბილისში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი „ბასა" ითამაშებენ. პარალელურად თამაშები თბილისის ზღვის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 2026-27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის, A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი ნაკრებიც მოიპოვებს.
„შეკრება კარგად მიმდინარეობს. გეგმაში რაც გვქონდა ყველაფერი გავაკეთეთ. მოლოდინებს რაც შეეხება, ჯერ პირველ თამაშზე ვართ ორიენტირებულები და ვფიქრობთ, რომ ყველა თეორიული საკითხი გავიარეთ და აქედან, გამომდინარე თამაში კარგად ჩაივლის. გამომდინარე იქიდან, რომ სახლში ვთამაშობთ, მოტივაცია უფრო მეტი იქნება. ფეხბურთელებში ძალია კარგი განწყობაა და იმედი გვაქვს, გულშემატკივრის მხარდაჭერისაც", - ამბობს ტატა მატვეევა, 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება - მეკარეებო: ანასტასია გოგელია („კოლხეთი"), თინიკო ჯაიანი („ბათუმი"); მცველები: სესილი მასხარაშვილი („რუსთავი"), ბარბარე მანაგაძე („მართვე"), მარიამ ჩალაძე („რუსთავი"), ნინი ვეკუა („ნორჩები"), ელენე თვალჭრელიძე („მართვე"), ელენე გოგლაძე („ნორჩები"), ანანო გაბოევი („გორი იუნაიტედი"); ნახევარმცველები: ნინო სხირტლაძე („რუსთავი"), თამარ ალანია („კოლხეთი"), ნინო აბულაძე („ბათუმი"), მარიამ გასანოვა („კვარტალი"), ანა დოლიშვილი („კვარტალი"), მიხალ გოგოლაძე („მაკაბაი ჰადერა", ისრაელი), ნატალია გუგულაშვილი („ფუენლაბრადა", ესპანეთი), მარიამ დარჩიაშვილი („კვარტალი"); თავდამსხმელები: თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო"), სოფია წიქარიძე („დინამო" სოხუმი), ლიზი ბახტაძე („სპაერი").
„სამი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს თბილისში. გოგონებიც ძალიან მოტივირებულები ვართ. მოსამზადებელმა ეტაპმა კარგად ჩაიარა და ახლა, გულშემატკივარს, მოგიწოდებთ, რომ მოხვიდეთ და მხარი დაგვიჭიროთ", - ამბობს თეკლა ბერიძე, ნაკრების ფეხბურთელი.
25 ოქტომბერი, 16:00 საქართველო - ჩრდ. მაკედონია
28 ოქტომბერი, 16:00 უელსი - საქართველო
31 ოქტომბერი, 13:00 ლუქსემბურგი - საქართველო
ფოტო: სფფ





ჩვენ







