გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
21.10.2026
ავტორი: TSFF.Ge

დღეს ქართულ საფეხბურთო ოჯახში დიდი მწუხარებაა. 54 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „დინამო თბილისის" ყოფილი კაპიტანი და მოგვიანებით მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე.


„ნემსამ",  ეროვნულ გუნდში დებიუტი 1992 წელს კაუნასში, ლიეტუვის წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ ნემსაძემ ეროვნულ ნაკრებში 69 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 42 კაპიტნის რანგში.


რაც შეეხება საკლუბო კარიერას, გიორგიმ ის, 1992 წელს „დინამო თბილისში" დაიწყო და 2008 წელს ამავე გუნდში დაასრულა. თუმცა, შუაში იყო ემოციებით, წარმატებებითა და მნიშვნელოვანი მატჩებით დახუნძლული მთელი 16 წელი, მათ შორის „დანდიში", „ტრაბზონსფორში", „გრასჰოფერსა" და „რეჯიანაში" გატარებული.


TSFF.Ge მწუხარებას გამოთქვამს გიორგის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს და სრულად ქართულ საფეხბურთო სამყაროს.