
დღეს უეფა-ს ევროთასების ორ ტურნირზე ქართველების გუნდებმა ითამაშეს.
უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე ტურში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა" „მარსელს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორმა ომარ დიაკატემ მე-13 წუთზე გაიტანა. რაც შეეხებათ ჩვენებს, ქართველი ფეხბურთელები კვლავაც ტრავმირებულები არიან და მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. სამი ტურის შემდეგ, ქართველების გუნდი 4 ქულით, ჯერ-ჯერობით მე-19 ადგილზეა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში დაწინაურების შანსი აქვს.
უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაზე კი, ქართველების ორმა გუნდმა ითამაშა. საბა საზონოვის ესპანური „ხეტაფე" შინ, შვეიცარიულ „ლუგანოსთან" 2-5 განადგურდა. საზონოვი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ამ შეხვედრაში საკმაოდ საინტერესო წარიმართა მატჩის საწყისი წუთები - მე-7 წუთისთვის ანგარიში უკვე 1-2 იყო შვეიცარიელების სასარგებლოდ. „ხეტაფეს" 2 ტურის შემდეგ მხოლოდ, 1 ქულა აქვს. მომდევნო შეხვედრას საზონოვის გუნდი კვლავ სახლში გამართავს და „ბრაიტონს" შეხვდება. ამის შემდეგ კი, 26 ნოემბერს, სანაკრებო პაუზის შემდეგ, თბილისს ეწვევა და მიხეილ მესხზე, „იბერია 1999"-ს დაუპირისპირდება.
თავის მხრივ „ბრაიტონი" დღეს ჩეხეთში ვახო ჭანტურიშვილის „იაბლონეცის" დაუპირისპირდა. შეხვედრა, რომელშიც ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა, ფრედ, 0-0 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ, „იაბლონეცს" 1 ქულა აქვს და 24-ე ადგილზეა. რაც იმას ნიშნავს, რომ კონფერენს ლიგის ფლეი-ოფის 1/16 ფინალში დაწინაურების კანდიდატებს შორის არის.





ჩვენ







