22 წლის შემდეგ, ხვალ ევროტურნირზე ბრძოლისუნარიანი გუნდი გავა
22 წლის შემდეგ, ხვალ ევროტურნირზე ბრძოლისუნარიანი გუნდი გავა
21.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს მიხეილ მესხზე, უეფა-ს კონფერენს ლიგის შეხვედრამდე, „იბერია 1999"-სა - „მიალბის" შორის, მატჩის წინა პრესკონფერენცია, ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ, ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო სამძიმრით დაიწყეო.


შემდეგ კი, ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებულ თამაშზე, მჭიდრო რეჟიმზე, რომელშიც გუნდს მოუწევს ლავირება, გუნდის მზადყოფნაზე და მომავალ თამაშზე ილაპარაკა. ილაპარაკა მეტოქე გუნდზე და კერძოდ, შვედურ მეტოქეებზე, რომელთანაც „იბერია 1999"-ს უკვე მეორედ უწევს დაპირისპირება.


„განსხვავება არის, თან დიდი რადგან „მიალბი" როდესაც გახდა ჩემპიონი ის ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და ახლაც, ამ მიზეზის გამო არ უდგას კარგი პერიოდი. „მალმეს, არ ჰქონდა ეს პრობლემები, შენარჩუნებული ჰყავდა ფეხბურთელები და დაბალანსებული იყო. „მიალბიში შეიცვალა მწვრთნელი და დრო სჭირდება, რომ თავის ხედვა, მიმართულება, ფილოსოფია დაატყოს. ამიტომ განსხვავება არის", - ამბობს კორღალიძე, რომელსაც მანამდე „იბერია 1999"-თან თავის დაბრუნებაზეც უწევს მედიისთვის პასუხი.


კორღალიძემ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ქართულ გუნდშიც ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა. მისი მოსვლისას, გუნდში ისეთი ფეხბურთელებიც დახვდა, ვისთან ერთადაც უმუშავია, თუმცა, ბევრი მისთვის ახალია და მათი გაცნობა უწევს. თუმცა, „კორღალა" ხაზს უსვამს, რომ გარემო გუნდში და სისტემა, რომელიც მუშაობდა, კვლავ უცვლელია და ეს მას და გუნდსაც სტუმულს აძლებს.


ერთი კვირით ადრე, ქართულ გუნდს, ჰქონდა 22 წლის წინ პირველი მატჩი ძირითად ფაზაში,  გასვლაზე და ბუნებრივია, მცირე ღელვა და ალბათ, ზეწოლაც ექნებოდა. ხვალ კი, 22 წლის შემდეგ პირველი საშინაო თამაში ელოდება, რომელიც ალბათ, უფრო საპასუხისმგებლოა, რადგან გავსება სტადიონი თუ არა, საკუთარი ქომაგის წინაშე გიწევს თამაში.


„ყველა მეტოქესთან სხვადასხვანაირად ვემზადებით. თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენმა გეგმამ არ იმუშავა. იმის შემდეგ, რაც სწრაფი გოლი გავუშვით. ცოტა ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღეთ და ვერ გამოვედით ამ მდგომარეობიდან. ამას გარდა არ იყო, ჩვენი საუკეთესო თამაში. ხვალისთვის, ბევრად უფრო კარგად ვართ მომზადებულები. ნაკლები ფსიქოლოგიური ზეწოლა გვექნება, იმედი გვაქვს, რომ წარმატებულად ჩავატარებთ ხვალინდელ თამაშს, ხალხი ნახავს „იბერიას" ბრძოლისუნარიანობას, რაც ამ გუნდს თან ახლავს. ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი ვართ და ხვალინდელ თამაშშიც ამას ვაჩვენებთ", - ამბობს კორღალიძე, რომელსაც კონკრეტულად ჩვენმა გვერდმა ერთი დეტალი შეახსენა, რომელზეც თუნდაც, მატჩის კომენტატორები ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ქომაგებზე, რომელთათვისაც ხელოვნურ და ბუნებრივ საფარიანი მოედნების შედარება ყბადაღებული თემაა.


„ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ხელის შემშლელი ფაქტორი არ უნდა იყოს ხელოვნური თუ ბუნებრივი საფარი. ყოველთვის, თვითკრიტიკულად ვუდგები ჩემს საქმესაც და ჩვენს ერთობლივ სამუშაო პროცესსაც, ფეხბურთელებს ვგულისხმობ. ამიტომ, სადაც არ უნდა მოგვიწიოს, რანაირ მოედანზეც არ უნდა მოგვიწიოს თამაში, ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის პრობლემა. პირიქით, უნდა გამოვიდეთ და მაქსიმალური შესაძლებლობები ვაჩვენოთ. გავაკეთოთ ისე, რომ მთელი საქართველო გავახაროთ და განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ჩვენ გულწრფელად გვგულშემატკივრობს. რა თქმა უნდა, ხელოვნურზე თამაშისას რაღაც დისკომფორტი არის, მაგრამ ჩვენ პროფესიონალი გუნდი ვართ და პროფესიონალი ფეხბურთელები არიან და პირადად მე, წაგება არასოდეს დამიბრალებია. ყოველთვის, თუ ნეგატიური ფონი იყო, არ იყო ხარისხი და წაგებული თამაში იყო,  პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ამიღია. ამის შემდეგ, ვალდებული ვართ, რომ შემდეგ თამაშზე, კარგი ანალიზის შედეგად, ის შეცდომები გამოვასწოროთ რაც დავუშვით. იმედი მაქვს, რომ ბოლო თამაშიდან სწორი ანალიზი გავაკეთეთ, შევძელით და ეს გამოჩნდება ხვალინდელ მატჩში", - ამბობს კორღალიძე.


„იბერიას" მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა რთული და მჭიდრო რეჟიმზე, რომელშიც გუნდს უწევს ასპარეზობა. აქ ლაპარაკია, უეფა-ს კონფერენს ლიგისა და ქართული, ეროვნული ლიგის მატჩებზე, რომლის კალენდარშიც 3-4 დღიანი შუალედებია. თუმცა, იბერიელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ ამისთვის გუნდს გააჩნია რესურსიც და ძალებიც. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ თამაშს შევხდებით მომზადებულიო.


კორღალიძემ ილაპარაკა ვახო ბედოშვილზეც, რომელიც ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება. ასევე, ანდრია ბართიშვილზე, რომელიც პერსპექტიული ტალანტია, თუმცა, ასაკიდან და იმ დატვირთვებიდან გამომდინარე, რაც უეფა-ს ევროტურნირებს ახლავს, მის შტაბს უწევს, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ფეხბურთელისთვის სათამაშო დროის ზუსტი განსაზღვრა. ხვალინდელი თამაშისთვის „იბერიამ" ვერ მოახერხა ბერიძის დამატებაც და შესაბამისად, ის ვერც ხვალ ითამაშებს. ქართველმა მწვრთნელმა ილაპარაკა საკუთარ ტრავმაზეც, რომელიც პირადად მე, თვალში ერთი კვირის წინ მომხვდა - ლევან კორღალიძე, რომელიც კადრში ყავარჯნებით გადაადგილდებოდა.


„ჩემთვისაც რთულია სკამზე ჯდომა, თამაშისთვის 90 წუთი თამაშისთვის თვალის დევნება და იქიდან მითითებების მიცემა. ძალიან რთული ოპერაცია მაქვს გაკეთებული, თუმცა, შეძლებისდაგვარად, მაინც ვახერხებ რაღაც მომენტებში ადგომას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე გამოვჯანმფრთელდები, მაგრამ ეს „იბერიის" ყველაზე ნაკლები პრობლემაა ახლა", - ამბობს კორღალიძე.


ლევანთან ერთად, დღეს მედიასთან ნიკოლოზ დადიანი გამოვიდა სალაპარაკოდ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „იბერია 1999"-ის ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ  გუნდში კარგი ატმოსფეროა. ყველა ფეხბურთელს გათვითცნობიერებული აქვს, რომ ხვალ მათ, 22 წელის შემდეგ, სახლში პირველად მოუწევთ ევროტურნირების ძირითად ბადეში თამაში,  ქართველი ხალხი ელოდება ამ თამაშს და იმედი გვაქვს ხვალ ხალხთან ერთად ვიზეიმებთო.  დადიანმა ასევე, იმედი გამოთქვა, რომ გულშემატკივარი ტრიბუნაზე იქნება.


„მეტოქის თამაშის განხილვა ჯერ არ გვქონია. სამწუხაროდ, ჯერ ამისთვის დრო არ იყო და დღეს საღამოს და ხვალინდელ დღესაც თამაშამდე, ამ გუნდის შესწავლას დავუთმობთ, მაგრამ ვიცით, რომ ფიზიკურად სწრაფი, ძლიერი და მოქნილი გუნდია. დანარჩენზე, გუნდის მინუსებზე და პლუსებზე განვიხილავთ და ვეცდებით, რომ მათი მინუსები ჩვენს პლუსებად გამოვიყენოთ. წინა თამაშს რაც შეეხება, ყველა ფეხბურთელი ვხვდებით, რომ ის რაც მოხდა იყო ჩვენი ბრალი და არ დავაბრალებ არც სათამაშო ტემპს, რადგან ჩვენ შეგვიძლია ამ ტემპს ავყვეთ. ეს უკვე დავამტკიცეთ ზაფხულში. ამიტომ, ხვალ ყველაფერს გავაკეთებთ 3 ქულის მოსაპოვებლად", - ამბობს დადიანი.


ხვალ კი, 22 წლის შემდეგ, მიხეილ მესხზე უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საშინაო მატჩი თბილისში 20:45 საათზე დაიწყება.



ფოტო: "იბერია 1999"