მარკოიშვილმა „გალასთან“ ერთად პირველი თამაში მოიგო, თანაც ევროტურნირზე
მარკოიშვილმა „გალასთან“ ერთად პირველი თამაში მოიგო, თანაც ევროტურნირზე
21.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ქართველ საკალათბურთო მწვრთნელს მანუჩარ მარკოიშვილს, თურქულ გრანდთან, „გალათასარაისთან" ერთად, მორიგი დებიუტი ჰქონდა მთავარი მწვრთნელის რანგში. ამჯერად, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩი, რომელშიც „გალა", ფრანგულ „სტრასბურგს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 83-77 მოიგო.


პერიოდების მიხედვით, მარკოიშვილის გუნდმა მოიგო პირველი ორი პერიოდი, 21-16, 21-17 და პირველი ტაიმის შემდეგ, 42-33 მოიგო. ქართველის გაწვრთნილმა თურქულმა კლუბმა, რომელშიც დიდი ალბათობით, მარკოიშვილი ჯერ კიდევ „აკლიმატიზაციის" პერიოდს გადის, ამასთან, ფრანგულ კალათბურთსაც კარგად იცნობს, პირველ ტაიმში მოპოვებული 9 ქულიანი სხვაობა მოახერხა და შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ მესამე მეოთხედი 20-23 წააგო, ბოლო კი, ფრედ, 21-21 ითამაშა.  საბოლოოდ, „გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.


შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილს ხელმძღვანელობით, „გალათასარაიმ" სტამბულის დერბიში, „ბეშიქთაშთან" წააგო. მატჩის შემდეგ, „გალას" ახალმა მწვრთნელმა პირობა დადო, რომ მისი გუნდი ვარჯიშიდან ვარჯიშამდე, ხასიათს აჩვენებდა და დღეს ეს, მათ მოახერხეს.


„ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა გალათასარაის მთავარი მწვრთნელის რანგში. თავს ბედნიერად და ამაყად ვგრძნობ. მატჩი რთული გამოდგა. შესაძლოა, ყველა იოლ შეხვედრას ელოდა, მაგრამ „სტრასბურგი" უჩვეულო და სპეციფიკური გუნდია", - აღნიშნა მარკოიშვილმა თამაშის დასრულების შემდეგ.


მატჩის დასრულების შემდეგ, წამყვანი თურქული გამოცემები, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ მანუჩარი კლუბისთვის „შინაურია", რადგან გულშემატკივარს, კარგად ახსოვს 2013 წელი, როდესაც ქართველი „გალათასარაის" ღირსებას იცავდა და თურქეთის ჩემპიონობაც იზეიმა.


ახლა კი, მედიის წარმომადგენლები, ხაზს უსვამენ, რომ წაგებების სერიის შემდეგ, მარკოიშვილის მოსვლამ გუნდს ენერგია და ახალი მუხტი შესძინა.


მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი უახლოეს შეხვედრას 25 ოქტომბერს, თურქულ სუპერლიგაში გამართავს და საშინაო კედლებში „ბანდირმა ბორდოს" დაუპირისპირდება. ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე კი, 4 ნოემბერს, ვარშავაში „ლეგიას" წინააღმდეგ გამართავს.


ფოტო: (C) FIBA