ხვიჩა კვარაცხელიას მინიმუმ 9 თვე გაუცდება
ხვიჩა კვარაცხელიას მინიმუმ 9 თვე გაუცდება
21.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„გუშინ, „ბარსელონას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო, ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება", - ასეთი მოკლე ცნობით შემოიფარგლა დღეს პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის თაობაზე, რომელიც გუშინ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე კალენდარულ მატჩში 59-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.


ქართველი მოედნიდან ფრანგული გრანდის სამედიცინო გუნდის წევრების დახმარებით გაიყვანეს მოედნიდან. მოგვიანებით, მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე, ლუის ერნიკემ, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა არ დააკონკრეტა თუ რა სახის ტრავმა ჰქონდა „კვარას", ახსენა კოჭი და ტერფიც, თუმცა, ის რომ რთულად იყო ვითარება, ესპანელს არ დაუმალავს.


ხვიჩას ოჯახთან საუბრისას, დაგვიდასტურეს რომ „კვარასთვის" დღეს, უნდა გადაეღოთ MRT, რის შემდეგაც გახდებოდა ნათელი, თუ რა სირთულის ტრავმასთან გვქონდა საქმე.  სამწუხაროდ, წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება, ყველაზე ხანგრძლივ 9-დან წლამდე რეაბილიტაციას მოითხოვს. შესაბამისად, ქართველს, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს მინიმუმ ამ სეზონში გაუცდება.


აქვე შეგახსენებთ, რომ პსჟ-სთან კვარაცხელიას ხელშეკრულება რომლის გახანგრძლივებასაც სთხოვდნენ ჯერ არ გაუგრძელებია. როგორ შეცვლის გუშინ მიღებული ტრავმა ამ მოცემულობას, ამ ეტაპზე გაურკვეველია. ვიცით, მხოლოდ ის, რომ პსჟ-ს გარდა, რომელიც 2026-2027 წლების სეზონში არც თუ წყალობდა კვარაცხელიას და რეალურად უთამაშებლობის ფონზე, ქართველი პირდაპირ გლადიატორების მოედანზე, „ბარსასთან" დაპირისპირებაში, სხვა დატვირთვებზე „შეაგდო", ძალიან დააკლდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნოემბრის და თუ საჭირო გახდა 2027 წლის მარტის სანაკრებო თამაშებზე.


ცოტა ხნის წინ პსჟ-მ მიერ გამოქვეყნებულ მშრალი და მოკლე ინფორმაციაში, გუშინ, „ბარსელონასთან" თამაშის დროს დაშვებული ფეხბურთელების ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, უსმან დემბელესა და მარკინიოსის თაობაზეც არის ლაპარაკი. განსხვავებით ხვიჩასგან, ეს ორი, გუნდს რამდენიმე კვირაში შეუერთდებიან.