
„ჩვენ, ტრავმის გამო, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გამოგვაკლდა. აუცილებლად უნდა დაველოდოთ ხუთშაბათის სამედიცინო კვლევებს. დაზიანება კოჭზეა (კოჭი/ტერფი, როგორც ფრანგული და ესპანური გამოცემები წერენ - სარედაქციო შენიშვნა) და სიტუაცია რთულადაა,"- იტყვის ლუის ენრიკე დღეს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ის ფეხბურთელი იყო, რომელიც პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ტრავმის გამო შეცვალა. ხვალ, სიღრმისეული გამოკვლევების (MRI) შემდეგ, პსჟ ხვიჩას ოფიციალურ დიაგნოზსა და რეაბილიტაციის ვადების შესახებ განაცხადებს. მანამდე, კი ლუის ენრიკე შეშფოთებულია, რომ მძიმე დაზიანებების ფონზე, გუნდისთვის უახლოესი კალენდარი, საგრძნობლად რთულდება.
„პარკ-დე-პრენსიზე" პსჟ-სა და „ბარსელონას" დაპირისპირება მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას უძლიერესი დარტყმით დაიწყო, რომელიც ხარიხამ მოიგერია. საბოლოოდ, „კვარამ", რომელსაც საკმაოდ კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა კატალონიელთა კარის მიმართულებით, ოთხჯერ დაარტყა. თუმცა, ქართველი, 59-ე წუთზე შეცვალეს. ხვიჩას შევლამდე ანგარიში 1-1 იყო, თუმცა, ამის შემდეგ, ამ შეხვედრაში კიდევ ოთხი გოლი გავიდა და საბოლოოდ, პარიზელთა გამარჯვებით, 4-2 დასრულდა (იხილეთ მატჩის ჩანაწერი).
პარიზული მატჩის პარალელურად „ელფილდზე" გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა" 4-3 დაამარცხა გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი". ანგარიში კი, მე-4 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, რომელმაც, „ლივერპულის" მცველის ვან დეიკის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, „ბომბარდირის" გოლი მეორეა სწრაფ გოლებს შორის, რომელიც ამ სტადიონზე სტუმარმა გუნდმა გაიტანა. ქართველის გუნდი ამის შემდეგ, 0-2-საც ლიდერობდა, თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს „ლივერპულმა" ანგარიში გაათანაბრა, ამასთან მეორე ტაიმისთვის განწყობაც შეიქმნა და მეორე ტაიმის შუაწელში ორბურთიანი სხვაობითაც დაწინაურდა. ამ დროს ჟორჟი, მოედანზე უკვე აღარ იყო, ის მე-60 წუთზე შეცვალეს. საბოლოოდ კი, ქართველის გუნდმა, როგორც აღვნიშნეთ ეს თამაში წააგო (იხილეთ მატჩის ჩანაწერი).
ხვალ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ირაკლი აზაროვის „შახტარი" მილანში „ინტერს" დაუპირისპირდება, თუმცა, თამაში ქართველის გარეშე ჩაივლის, რადგან ირაკლი ტრავმის შემდეგ, ჯერ ვარჯიშს არ დაბრუნებია.





ჩვენ







