თბილისის დროით 20:00 საათზე „ენფილდისა“ და „პარკ-დე-პრენსის“ კარებები გაიხსნება
თბილისის დროით 20:00 საათზე „ენფილდისა“ და „პარკ-დე-პრენსის“ კარებები გაიხსნება
20.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ორი საინტერესო თამაშით ბრუნდება, რომლებიც ერთსა და იმავე დროს, თბილისის დროით 23:00 საათზე (ადგილობრივი დროით 21:00) დაიწყება. „ენფილდზე" გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული" გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს" უმასპინძლებს. პარიზში კი, სადაც ბოლო კვირების მანძილზე მიმდინარე მოვლენების ამსახველი კადრები ბევრი ვრცელდება სოციალურ ქსელში ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ, „ბარსელონას" დაუპირისპირდება.


პარიზში, ზემოთხსენებული მოვლენების გამო, რომელიც ორიოდე კვირის წინ, სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტების ყოფითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო, გადაიზარდა სამოქალაქო პროტესტში „გაძვირებული ცხოვრების" გამო, ბოლოს კი, რადიკალური ჯგუფების ძალისხმევით ვანდალიზმში გადაიზარდა, კომენდანტის საათი მოქმედებს - 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. თუმცა, არა ყველგან, რეალურად, პარიზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ორ ზონაში, რესპუბლიკის მოედანსა (Place de la République) და ლე ალში (Les Halles) და რაც მთავარია, არა „პარკ-დე-პრენსის" მიდამოებში, რომელიც მღელვარების არეალიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს.


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა დაგეგმილ რეჟიმში, მაყურებლით სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდება. ბოლო ინფორმაციით, მატჩის ყველა ბილეთი სრულად არის გაყიდული, რაც იმას ნიშნავს, რომ სტადიონზე 48 500-ზე მეტი გულშემატკივარი შეიკრიბება.


გულშემატკივრების უსაფრთხოების მიზნით კი, სტადიონის გარშემო, შესასვლელებთან და უახლოეს მეტროსადგურებთან პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების უპრეცედენტოდ დიდი ძალებია განლაგებული, რათა გულშემატკივრების უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყონ.


უშუალოდ „პარკ-დე-პრენსის" შესასვლელებთან კი, ქომაგები გაივლიან რამდენიმე ეტაპიან მკაცრ შემოწმებას. სამართალდამცველები მაქსიმალურად ცდილობენ, თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის არეულობა ან პიროტექნიკის შეტანა თამაშზე, თუმცა, რიგ კანონებს, უეფა-ს საფეხბურთო მატჩების პროტოკოლიც არეგულირებს.


კონკრეტულ მომენტში მედიითა თუ სოციალური ქსელის რაიმე ექსცესებზე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეტყობინებები არ არის. უეფა-ს რეგულაციით კი, სტადიონის კარი თამაშამდე 3 საათით ადრე, ანუ თბილისის დროით 20:00 საათიდან გაიხსნება.


ჩვენ კი, წარმატებას ვუსურვებთ ჩემპიონთა ლიგაზე ქართულ ლეგიონს და თემით, მოგვიანებით, თამაშების დასრულების შემდეგ დაგიბრუნდებით.