
ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელის გარეშე იასპარეზებს ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები. ავთანდილ ასათიანის გუნდს, გიორგი ღავთაძის გარდა, ტრავმების გამო, მომავალი ასპარეზობის ადგილას, იტალიაში არ გაემგზავრნენ ნაკრების კაპიტანი ირაკლი თოდუა და ვიცე-კაპიტანი შოთა თოფურია.
მეინ-რაუნდის მეორე შეხვედრას იტალიის წინააღმდეგ, ჩვენი გუნდი 20 ოქტომბერს, ქალქა რენდეში გამართავს და თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. ავთანდილ ასათიანის განკარგულებაში 14 ფეხბურთელია, მათ შორის, მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე („დინამო თბილისი"), ლუკა ხარშილაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"); წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ლევან სვანიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი („გომელი", ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ).





ჩვენ







