ეროვნული ლიგის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე პირველ ოთხეულში სიმჭიდროვეა
ეროვნული ლიგის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე პირველ ოთხეულში სიმჭიდროვეა
19.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის 29 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის პირველ ოთხეულში საკმაოდ სიმჭიდროვეა. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, ოთხი კლუბი - ბათუმის „დინამო", „რუსთავი", „იბერია 1999" და „დინამო თბილისი" ქვეყნის მთავარი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ. 29 ტურის შემდეგ, გუნდები სწორედ, ამ თანმიმდევრობით არიან სატურნირო ცხრილში განლაგებულნი.


დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილამ" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „იბერია 1999"-ს უმასპინძლა, რომელსაც უეფა-ს კონფერენს ლიგის ფაზის თამაშებს შორის, კარგი სპარინგი გამოუვიდა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მასპინძლებს, თბილისელები დიდად არ შეუწუხებიათ და „იბერია 1999"-მაც თამაშის მანძილზე მოახერხა ბურთის გაკონტროლებაც და ორი გოლის გატანაც. ანგარიში 42-ე წუთზე, გიორგი ქობულაძის გადაცემის შემდეგ, ამირან ძაგანიამ გაიტანა. მეორე გოლი, მეორე ტაიმის დასაწყისიდან მალევე, 51-ე წუთზე გავიდა. ამჯერად, თავი ლუკას კაფემ გამოიჩინა.        


აღსანიშნავია, რომ გორელებმა პირველი რეალური მომენტი, სტუმართა კართან 81-ე წუთზე შემქნეს, როდესაც ბადრი გოგობერიშვილის აქტიურობა, თანაგუნდელებმა ყველაფერი წყალში ჩაჰყარეს.  კიდევ ერთი მომენტი 88-ე წუთის მიწურულს ჰქონდა, შოთა შეყილაძე, თუმცა, ბურთმა კარს გვერდით ჩაუარა.  „დილამ" 0-2 წააგო და ახლა 40 ქულა აქვს, შესაბამისად პირველ ოთხეულში ბოლოს, „დინამო თბილისს" 11 ქულით ჩამორჩება.


ეროვნული ლიგის მომდევნო 30-ე ტური 23, 24 და 26 ოქტომბერს გაიმართება.