„რუსთვმა“ და „დინამო თბილისმა“ მოიგეს - ზედა ოთხეულში მაგარი სიმჭიდროვეა
„რუსთვმა“ და „დინამო თბილისმა“ მოიგეს - ზედა ოთხეულში მაგარი სიმჭიდროვეა
18.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტურში საბოლოოდ გაირკვევა, მინიმუმ ერთი ტური როგორც გადანაწილდება სატურნირო ცხრილის პირველი ოთხეული. მანამდე კი, აღნიშნული ტურის მეორე სათამაშო დღეს, „დინამო თბილისმა", რომელიც სახლში დაბრუნდა და რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ მშობლიურ, „დინამო არენაზე" ითამაშა, საერთო ჯამში „სპაერი" მარტივად, 3-1 დაამარცხა და დაგროვებული 51 ქულით კვლავ ორი ქულით ჩამორჩება ცხრილის ლიდერს ბათუმის „დინამოს", რომელთანაც აღარ დარჩა მიმდინარე ჩემპიონატში მატჩი და ერთ ქულაშია „რუსთავთან", რომელთანაც მომდევნო ტურში „პეტრო არენაზე" მოუწევს თამაში.


მანამდე კი, დღეს „დინამო თბილისმა" აქტიურად დაიწყო. მთელი მატჩიც მოახერხა ბურთის გაკონტროლება, თუმცა იყო ისეთი მომენტებიც, რა დროსაც მასპინძელთა ბრაზილიელ მეკარესაც მოუწია გარჯა. ზოგადად, საინტერესო თამაში იყო და ორივე გუნდს, ჰქონდა მომენტები. მაგალითად, ტაიმის საწყის წუთებზე დინამოელებმა ორჯერ აშკარად ვერ გამოიყენეს საგოლე მომენტი, აქედან ერთში, კარისკენ მიმავალ ბურთს, თავად მასპინძლებმა გადაუღობეს გზა. გოლი კი, მეოთხე რეალური მცდელობისას ნიკა ნინუამ გაიტანა. მომენტები ჰქონდა „სპაერსაც" და ერთ მომენტში გაიტანა კიდეც, თუმცა, VAR-მა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გაუქმდა. ტაიმი კი, „დინამო თბილისმა" მოიგო, თუმცა, დაცვაში მცირე ხარვეზები გუნდის თამაშში გამოდგა.


მეორე ტაიმსი დასაწყისში „სპაერმა" მოახერხა ბურთის გაკონტროლება და ერთ-ერთ მომენტში კარგად ისარგებლა ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ლეგენდის ჯაბა კანკავას ერთადერთი შეცდომით და შეცვლაზე შემოსულმა ზურაბ გოლუბიანმა, რომელსაც ამ სეზონში, ამავე სტადიონზე უკვე ჰქონდა გატანილი მე-11 ტურში ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის კარში, ამჯერადაც მოახერხა გატანა 64-ე წუთზე და ანგარიში გაათანაბრა, 1-1. ისე, ამ შეხვედრაში ხარიხა „დაცვაში" მყოფი გუნდის მეგობარი იყო, მაგალითად, როგორც 51-ე წუთზე ტეიშეირას მორიგი მცდელობისას. გაშვებულ გოლამდე, დინამოელებმა რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი გაანიავეს - გამოუყენებელი მომენტები, კვლავ სახელოვანი კლუბის დილემაა. სტუმართა სიხარული კი, ანგარიშის გათანაბრების შემდეგ დიდხანს ვერ გაგრძელდა. 69-ე წუთზე, მარიოს პურზიტიდისმა მასპინძლები კვლავ დააწინაურა, 2-1. თუმცა, საბოლოოდ, „სიმშვიდე" დინამოელებმა 79-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული მათე ვაწაძის გოლის შემდეგ მიპოვეს. აზუკა კიღურაძე იძულებული გახდა ტრავმირებული მეკარე შეეცვალა, ახალს კი, „დინამო არენასთან" აკლიმატიზაცია არ აცალა, გამოცდილმა ვაწაძემ, რომელმაც ამ შეხვედრაში ბოლო წერტილი დასხვა. ისე, მატჩის დაწყებამდე, დინამოელთა ლეგიონერი ოსეი ბარნსიც გამოარჩიეს - ფეხბურთელს კლუბის ფორმით ჩატარებული საიუბილეო მე-100 მატჩის აღსანიშნავად, სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს. ოსეი, თამაშში დღეს 72-ე წუთიდან ჩაერთო და ტრადიციულად, სტაბილური მატჩი ჩაატარა.


ამრიგად, „დინამო თბილისმა" მოიგო, 3-1 და მნიშვნელოვანი ქულა ჩაიწერა საჩემპიონო დავაში, რომელზეც როგორც მატჩის შემდგომ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა თემურ ქეცბაიამ, მისი გუნდში მოსვლისას ამოცანად არ მდგარა, თუმცა, ახლა, ჩემპიონატის მიმდინარეობისას, „დინამო თბილისი" უბრალოდ ვალდებულია ამ შედეგისთვის იბრძოლოს.


დღესვე, კიდევ ერთი მატჩი გაიმართა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, სადაც საკუთარი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მინდვრის საფარის მიზეზით, ქუთაისის „ტორპედომ" მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი სიურპრიზ გუნდს, „რუსთავს" უმასპინძლა. გია ცეცაძის შეგირდებმა, ანგარში სწრაფი არა, მაგრამ არც თუ გვიანი გოლით გახსნეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველებს გოლამდე ოდნავ ადრე მასპინძლებს, კერძოდ, კომნენ ანდრიჩის შეეძლო. სამაგიეროდ, მე-15 წუთზე დე ალმეიდამ გაიტანა. ტორპედოელებს კონტრშეტევაზე ჯეკსონ კენიო გაეპარათ, მან კი, თავის მხრივ ოთო გოშაძის საჯარიმო მოედანში გადაცემით მოამარაგა დე ალმეიდა, რომელსაც მასპინძელთა არც ერთი მცველი ხელს არ უშლიდა. ამის შემდეგ, ტორპედოელები ყველანაირად ეცადნენ ვითარების შეცვლას, თუმცა, ქულის გადარჩენა ვერ მოახერხეს. აი, „რუსთავმა" კი, მორიგი გამარჯვება იზეიმა და ცხრილში 52 ქულით მეორე ადგილზეა.