
ქართული ლეგიონისთვის მორიგი საფეხბურთო დღე მეტ-ნაკლებად წარმატებულად გრძელდება. მაგალითად ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი", საშინაო შეხვედრაში 6-1 ანადგურებს „გრაცერს" და სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-4 ადგილზე იმაგრებს პოზიციას. ჩვენ კი, ქართველების გამოჯანმრთელებას ველით, მით უმეტეს, რომ სანაკრებო თამაშები ახლოვდება.
ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგმა" გასვლით შეხვედრაში „ოსასუნასთან" 2-0 წააგო. ქართველმა მთელი თამაში სათადარიგო სკამზე გაატარა და მოედანზე, მხოლოდ მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებული დროის მე-2 წუთზე გამოჩნდა. 9 ტურის შემდეგ, „რასინგს" 8 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა.
წვივის ტრავმის გამო გამოტოვა ამავე ტურის შეხვედრა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომლის „სევილიამ" მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე" დიდი ანგარიშით 4-1 წააგო „რეალთან". 9 ტურის შემდეგ, „სევილიას" 14 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ში „უდინეზემ" საშინაო შეხვედრაში 0-3 წააგო „ლეჩესთან". გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა, ქართველი 64-ე წუთზე შეცვალეს. „ჩაკვეს" არც თუ კარგი თამაშ ჰქონდა, თუმცა, როგორც მთლიანად გუნდს, რომელიც 7 ტურის შემდეგ, მე-17 ადგილზეა.
თურქეთის სუპერ ლიგის მე-8 ტურში საბა ხარებაშვილის „ბაშაქშეჰირმა" ერთბურთიანი სხვაობით, 2-1 დაამარცხა „გაზიანთეფი". საბამ სასტარტო შემადგენლობიდან დაწყო და პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. ამის შემდეგ, ქართველი შეცვალეს. ამ ტურის შემდეგ, კი, საბას სტამბოლური გუნდი 11 ქულით მე-10 ადგილზეა.
თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცემ" ფერდ 1-1 ითამაშა „კოშიცესთან". ქართველმა მცველმა სრული შეხვედრა ჩაატარა და კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. მისი გუნდი 11 ტურის შემდეგ, 14 ქულით მე- 6 ადგილზეა. ტურის შეხვედრა წააგო „ჟილინამ" „დუნაისკა სტრედასთან" 2-3. თუმცა, ამ ჯერზე ქართული „დერბი" არ შედგა, ვინაიდან ალექსანდრე ნარიმანიძეს, დისციპლინარული სასჯელის გამო თამაშის გამოტოვება მოუხდა. აი, სტუმართა რიგებიდან კი, გიორგი გაგუას დღეს საგოლე მოქმედება არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთში „დუნაისკა სტრედა" უდგას სატურნირო ცხრილს სათავეში.
გოლი კი, დღეს დავით ვოლკოვმა გაიტანა. აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირა" გასვლაზე, აზერბაიჯანში მყოფი კიდევ ერთი ქართველის მათე აბულაძის „კაპაზის" შეხვდა და ფრედ, 1-1 ითამაშა. აბულაძემ და ვოლკოვმა სასტარტოდან დაიწყეს, აი პაპუნაშვილი კი, მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. ამ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა, „კაპაზის" ფეხბურთელებმა გახსნეს, წონასწორობა კი, ვოლკოვმა 89-ე წუთზე აღადგინა. ისევე, როგორც წინა ტურში „ზირამ" კვლავ დაკარგა ქულები და ახლა 12 ქული მე-6 ადგილზეა. „კაპაზი" ერთი ადგილით დაბლა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ქართული ლეგიონისთვის მორიგი სამატჩო დღეა.





ჩვენ







