ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია, ნანა ხორავა ვიცე-ჩემპიონი
ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია, ნანა ხორავა ვიცე-ჩემპიონი
18.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზურაბ მსხალაძე ძალოსნობაში ევროპის 23-წლამდეთა შორის ევროპის ჩემპიონია. დღეს ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23 და 20-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატზე, ფიცარნაგზე ყველაზე ბოლოს მედლებისთვის სწორედ ამ ასაკობრივ კატეგორიაში, 85კგ წონაში მოასპარეზენი გამოვიდნენ.


ქართველმა ძალოსანმა თავდაპირველად ატაცში 162 კგ წონა დაძლია და ოქროს მედალი მოიგო. ამის შემდეგ ჯერი აკვრაზეც დადგა, სადაც მსხალაძეს 193კგ დაემორჩილა და აქაც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ორჭიდის ჯამში ქართველმა 355 კგ დაძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში.


დღესვე, 20-წლამდეთა შორის იღბლიანი დღე გამოდგა, ქართველი ძალოსანი გოგონასთვის ნანა ხორავასთვის, რომელმაც 77 კგ წონით კატეგორიაში ატაცშიც (107კგ) და აკვრაშიც ვერცხლის მედლები მოიგო და შესაბამისად, ორი ორჭიდშიც ვერცხლი და ევროპის ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიგო.


საქართველოს 20 და 23-წლამდე ძალოსანთა  ნაკრები ალბანეთში ევროპის ჩემპიონატზე 12 ოქტომბრიდან ასპარეზობს. ქართული გუნდი ორივე ასაკობრივ კატეგორიაში 20 ძალოსანით არის წარმოდგენილი, მათ შორის ოთხი გოგონაა.


23-წლამდე გუნდის შემადგენლობა:

60 კგ - გიგა ოდიკაძე

70 კგ - მანუჩარ ყიფშიძე

85 კგ - ზურაბ მსხალაძე

95 კგ - გერვასი თაბაგარი, საბა ასანიძე

110 კგ - გურამ ვეკუა

+110 კგ - გიორგი კირვალიძე, დავით დვალიშვილი

49 კგ - მარიამ მაისურაძე

86 კგ - ნათია გადელია


20-წლამდე გუნდის შემადგენლობა:

70 კგ - რევაზ მილდიანი

85 კგ - ლევან ოჩიგავა

95 კგ - ლუკა სილაგაძე,  გოგა ჯაჯვანი

110 კგ - საბა ადამია, გიგა ცუხიშვილი

+110 კგ - გივი დარსაველიძე, ირაკლი ვეკუა

77 კგ -  ნანა ხორავა

86 კგ -  მარიამ მურღვლიანი




20-წლამდეთა შორის მოასპარეზე გოგა ჯაჯვანი (95კგ), ევროპის ჩემპიონ-რეკორდსმენია. ქართველმა ძალოსანმა 3 ოქროს მედალან ერთად და ევროპის ორი რეკორდი დაამყარა აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში. ატაცში 167 კგ დაძლია, რითაც ერთი კილოგრამით მოახერხა რეკორდის გაუმჯობესება. აკვრაში 208 კილოგრამი დაძლია და აქაც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შესაბამისად ორჭიდშიც მისი მაჩვენებელი, 365 კგ საუკეთესო დღის შედეგი იყო, ამასთან 4 კგ-ით გაუმჯობესებელიც, რაც გოგას მეორე რეკორდი გამოდგა.


ამავე წონაში და ამავე ასაკობრივ კატეგორიაში, ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა ლუკა სილაგაძე რომელმაც 1 ბრინჯაოსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლუკამ ატაცში 160 კილოგრამს გაართვა თავი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა. აღსანიშნავია, რომ ვერცხლისმედალოსანმაც იგივე შედეგი დააფიქსირა, თუმცა, ძალოსნობის წესების თანახმად უფრო მაღალი სინჯის მედალი მას ეკუთვნის, ვინც წონა პირველმა დააფიქსირა. შესაბამისად, ქართველს ბრინჯაო ერგო. აკვრაში კი, 189 კგ დააფიქსირა რაც მე-4 შედეგი აღმოჩნდა. თუმცა, ორჭიდში მოგროვილი 349 კილოგრამით, საბოლოოდ, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.


ატაცი ვერცხლი, აკვრა ბრინჯაო, ორჭიდი ვერცხლი მოიგო რევაზ მილდიანმა, რომელიც 70 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ქართველმა ატაცში 138 კგ დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. აკვრაში კი, 161 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ორჭიდში მილდიანმა, 299 კილოგრამი დააგროვა და საბოლოოდ, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.


23-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, დღევანდელ მედლებამდე, ქართული გუნდიდან წარმატება კიდევ რამდენიმე სპორტსმენმა იზეიმა.


60კგ წონით კატეგორიაში ატაცი (120 კგ დაძლია) ოქროს, აკვრა (142 კგ)  ვერცხლისა და ორჭიდი (262) ვერცხლის მედალი მოიგო გიგა ოდიკაძემ.


70 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მანუჩარ ყიფშიძემ ატაცი ბრინჯაო მოიგო. ქართველმა ათლეტმა, 133 კგ დაძლია. აკვრაში 161 კგ დააფიქსირა, რაც მე-4 შედეგი აღმოჩნდა. ორჭიდშიც, ყიფშიძის შედეგი, 294 კგ, მხოლოდ მეოთხე გამოდგა.


ამავე ასკში, გოგონებში სამი ვერცხლის მედალი მოიგო მარიამ მაისურაძემ. ქართველმა გოგონამ, რომელიც 49 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ატაცში 76 კგ დაძლია, აკვრაში 96 კგ, ორჭიდშიც 172 კგ-ით მისი შედეგი მეორე იყო.


დღევანდელი დღის მონაცემებით, 23-წლამდე ნადავლი ასეთია - 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. 3 ოქროს,  3 ვერცხლისა,  2 ბრინჯაოს მედალია 20-წლამდეთა ანგარიშზე. რაც შეეხებათ გოგონებს, ორივე ასაკობრივ კატეგორიაში, ჩვენების ანგარიშზე 6 ვერცხლის მედალია.


აქვე გეტყვით, რომ დურესში, მედლების ბოლო კომპლექტები 19 ოქტომბერს გათამაშდება, ასე, რომ ჩვენ ალბანეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს 20 და 23-წლამდეთა შორის კვლავ დავუბრუნდებით.



სტატიაში გამოყენებული საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ფოტოები