დღეს, მხოლოდ აბუს გოლზე შევჩერდით
დღეს, მხოლოდ აბუს გოლზე შევჩერდით
18.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ქართველი ლეგიონერების საკლუბო დღე, 17 ოქტომბერს გერმანიაში განახლდა, თუმცა, მეორე ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრა „ვოლფსბურგისა" და ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმის" შორის, ქართველი გარეშე ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბუდუს მუხლის ტრავმა აწუხებს. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია რამდენად სერიოზულია ქართველის მდგომარეობა. ბუდუმ კი, გვითხრა, რომ ჯერ გამომდინარე იქიდან რომ ვერ მოხერხდა ტრავმის ხარისხის განსაზღვრა (დასვენების დღეების გამო), უჭირს თქმა რამდენი გაუცდება. რაც შეეხება თამაშს, ის მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდაც „ვოლფსბურგის" გამარჯვებით 3-1 დასრულდა. ამ გამარჯვებით, მასპინძლებმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს და რეალურად, ადგილი გაუცვალეს, ბუდის გუნდს, რომელიც ამ ტურის შემდეგ, მე-6 ადგილზე აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში 18 ოქტომბრამდე, ვიდრე „მაგდებურგი" „დრეზდენს" დაუპირისპირდება.


დღევანდელ სათამაშო დღეს კი, პირველი ქართველებიდან გოლი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურის შეხვედრა ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 79-ე წუთზე შეცვალეს. „აბუმ" სტაბილური მატჩი ჩაატარა. გოლი კი, ქართველმა 28-ე წუთზე გაიტანა და „მეცი", „სოშოსთან" შეხვედრაში ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. ანგარიში კი, ამ შეხვედრაში, მე-10 წუთზე სტუმართა ავტოგოლით გაიხსნა. მეორე ტაიმში, „სოშომ" მოახერხა გოლი გაექვითა, თუმცა, 77-ე წუთზე ქართველის თანაგუნდელებმა მოახერხეს სტატუს-კვოს აღდგენა. საბოლოოდ კი, ქართველის გუნდმა 3-2 გაიმარჯვა და 13 ქულით, მომდევნო ტურამდე, სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე გაიმყარა პოზიცია.


თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყო ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში „ბრენტფორდმა", რომელიც ამ ტურამდე მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელი იყო, „ლივერპულს" დაუპირისპირდა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო სკამზე იყო. საინტერესოა, რომ მასპინძლები, საშინაო შეხვედრაში მერსისაიდელებთან არ დამარცხებულა. ანგარიში მასპინძლებმა ტაიმის მიწურულს 44-ე წუთზე გახსნეს. თუმცა, მანამდე ჩვენთვის ერთი საინტერესო ამბავი მოხდა, 32-ე წუთზე სტუმართა რიგებიდან უნგრელი სობოსლაი შეცვალეს, ფეხბურთელი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ, ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე" არ გამიბრაზდება არავინ თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ნაკრები „ააწიოკა", უნგრელი ყველგან იყო. დღეს კი, ტრავმის გამო პირველივე ტაიმში შეცვალეს. ამის შემდეგ, „ლივერპულს" გოლიც გაუუქმეს, საბოლოოდ, კი, პირველი ტაიმი, მასპინძლებმა მოიგეს. თუმცა, მეორე ტაიმი დანაკლისით დაიწყეს, რადგან პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ მე-8 წუთზე, მასპინძლებს უკრაინელი ლეგიონერი იარმოლიუკი გაუძევეს. მეორე ტაიმში „ლივერპულმა" რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და 62-ე წუთზე გაათანაბრეს. 70-ე წუთზე კი ისაკის გოლით დაწინაურდნენ კიდეც. თამაშისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, მასპინძლებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს. საბოლოოდ, შეხვედრა 1-2 დასრულდა ქართველის გუნდის სასარგებლოდ, რომელმაც სატურნირო ცხრილში 12 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.


მომდევნო ქართველებიდან სარბიელზე ესპანური ლა ლიგის მე-9 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი" წარსდგა, საშინაო შეხვედრაში „ელჩეს" წინააღმდეგ. ქართველი ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მასპინძლებს კი, ორი გოლი, პირველ ტაიმში თამაშგარეს გამო გაუუქმეს. მეორე ტაიმი კი, სტუმრებმა დაიწყეს აქტიურად, რასაც საბოლოოდ „ვილიარეალის" კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა. თუმცა, VAR-მა პენალტი გააუქმა. ამის შემდეგ კი, 65-ე წუთზე ბომბარდირი შემოვიდა, თუმცა, ამჯერად გუნდის დახმარება გოლით ვერ მოახერხა. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. ქართველის გუნდი, არასრულ ტურში 9 ქულით მე-9 ადგილზეა. თუმცა, ტური გრძელდება და სავარაუდოდ, შესაძლოა ეს მდგომარეობაც შეიცვალოს.


საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს 7-ნომრიანი მაისურის პატრონი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, კვლავ როტაციულ გუნდში, სადაც ჩვენი მოკრძალებული აზრით, „კვარას" რიგ მომენტებში აიგნორებდნენ. თუმცა, ამისდა მიუხედავად, ტაიმის ბოლოს, ქართველს სტუმართა გუნდიდან, საკმაოდ კარგი შეფასება ჰქონდა. ხვიჩა კვარაცხელიას პარიზული კლუბი დღეს გასვლაზე „სტრასბურგს" ეთამაშა და მიუხედავად იმისა, 77-ე წუთამდე 1-0-ს აგებდა, ამას გარდა, 72-ე წუთზე დემბელესაც პენალტი გაფუჭებული ჰქონდა, მოახერხა, დარჩენილ დროში თამაში შემოატრიალა და საბოლოოდ, ზაბარნის, დემბელესა და დუეს გოლებით 1-3 გაიმარჯვა. 7 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 14 ქულა აქვს და „რენის" თამაშს ელოდება, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვევა, თუ მომდევნო ტურამდე რომელ ადგილზე განთავსდება.


ქართული ლეგიონიდან ბოლოს დღეს ზურიკო დავითაშვილის გუნდმა ითამაშა.  „რედ სტარისა" და „სენტ ეტიენის" მატჩის ბედი, მე-13 წუთზე კარდონას გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც სანაკრებო პაუზის შემდეგ ავადმყოფობის გამო მოუხდა თამაშის გაცდენა, გუნდს დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფორმაში იყო, ის მოედანზე მაინც მეორე ტაიმში, 52-ე წუთზე გამოჩნდა და სწორედ, გოლის ავტორი შეცვალა. უნდა აღინიშნოს და არა იმიტომ, რომ ჩვენ ზურიკოს კარგ თამაშს ვქომაგობთ, ქართველმა სტუმარი გუნდი შეცვალა და „რედ სტარის" უპირატესობაც ოდნავ მიანელა. ამას გარდა, 85-ე წუთზე დავითაშვილი საკმაოდ უხერხული კუთხიდან ურტყამდა, თუმცა, მეკარემ აუღო. მისმა გუნდმა კი, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 0-1 და ლიგა 2-ის ცხრილში, 5 ქულით უსწრებს „რეიმსსა" და „რედ-სტარტს".


და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ სლოვაკეთის ნაიკის ლიგაში გიორგი მოისწრაფიშვილის „ტრნავა" მე-11 ტურში, საშინაო შეხვედრაში 0-3 დამარცხდა ბრატისლავას „სლოვანთან". აქვე გეტყვით, რომ ხვალ სლოვაკურ ჩემპიონატში, საკმაოდ სოლიდური ქართული ლეგიონის ტური გაგრძელდება.


დღეს კი, სულ ეს იყო.