
ბათუმის „დინამო" მიუხედავად იმისა, ეროვნული ლიგის მიმდინარე 29-ე ტურში, მოახერხებენ თუ არა გამარჯვებას „რუსთავი", „იბერია 1999" თუ, „დინამო თბილისი", მინიმუმ მომდევნო ტურამდე ქართული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიდერობას შეინარჩუნებენ.
დღეს, თბილისში, „პეტრო არენაზე", ბათუმის „დინამომ" ეროვნული ლიგის 2026 წლის გათამაშებაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად „გაგრასთან". გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი, წაუგებელ სერიას აგრძელებს. ამჯერად, მართალია თბილისში გამართულ, მაგრამ შავი ზღვისპირულ დერბიში, ბათუმელებმა „გაგრა" 1-3 დაამარცხეს. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, გაგრელთა მცდელობების მიუხედავად, მასპინძლებმა ვერ მოახერხეს გოლების გატანა. შანსები ჰქონდათ მათე ცინცაძეს, ბორჟესს. აი, სტუმრები კი, მე-5 წუთზე სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. პაულო ვიტორიმ გაიტანა. ტაიმის მიწურულს კი, მაურიდესის ზუსტი 11-მეტრიანის შემდეგ, სტუმრები უკვე 0-2 ლიდერობდნენ. მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა დავით მუჯირმა კვლავ მოახერხა გატანა, ამჯერად 11-მეტრიანით, თუმცა, ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში მუჯირს, 5 გოლი აქვს გატანილი, რაც გაგრელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია. 83-ე წუთზე კი, როდესაც გაგრელები ყველანაირად ცდილობდნენ ქულის გადარჩენას ნიკა კალანდარიშვილმა ყველა კითხვას პასუხი გასცა. „დინამომ" 1-3 მოიგო.
ტური კი, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე „სამგურალისა" და „მეშახტის" დაპირისპირებით დაიწყო. სხვათა შორის, აღნიშნულ სტადიონზე, მიმდინარე სეზონში საშინაო თამაშებს სწორედ „მეშახტე" თამაშობს, თუმცა, ამჯერად, მასპინძელი „სამგურალი" იყო. შესაბამისად, მშობლიურ მინდორზე წყალტუბოელებმა მარტივად მოახერხეს ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფი მეტოქის დამარცხება - მე-5 წუთზე ირაკლი სირაძის გოლით გახსნეს ანგარიში. 10 კაცით დარჩენილ სტუმრებს კი, 77-ე წუთზე სებოლინიამ გაუტანა. „სამგურალმა" 2-0 მოიგო და მნიშნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ახლა, „სამგურალს" 38 ქულა აქვს და მინიმუმ ამ ტურის დასრულებამდე, ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ხვალ, 29-ე ტური 15:00 საათზე სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონიდან განახლდება, სადაც ქუთაისის „ტორპედო" „რუსთავს" უმასპინძლებს.
მოგვიანებით, 17:00 საათზე „დინამო თბილისი", რომელიც სახლში დაბრუნდა, „დინამო არენაზე" „სპაერს" უმასპინძლებს.
ტური კი, 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, „დილასა" და „იბერია 1999"-ის მატჩით დასრულდება. თუკი, რა თქმა უნდა, „იბერია 1999"-ი, უეფა-ს კონფერენს ლიგის კალენდარული თამაშის გამო, რომელიც 22 ოქტომბერს არის ჩანიშნული, ეროვნული ჩემპიონატის მატჩის გადადებას არ მოითხოვს.
ფოტო: "დინამო" ბათუმი





ჩვენ







