
თურქული საკალათბურთო კლუბის „გალათასარაის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, დღეს, ოფიციალურად გამოაქვეყნა ცნობა, რაზეც თურქული და ქართული სპორტული მედია კულუარულად ლაპარაკობდა, თუმცა, ოფიციალურად დადასტურებული არ იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და „მომანკოს" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მანუჩარ მარკოიშვილი, „გალათასარაის" საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელია.
Galatasaray MCT Technic-ი თავის ოფიციალურ ცნობაში აღნიშნავს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი არის ადამიანი, რომელსაც კლუბთან ერთად, მოთამაშის რანგში ჩემპიონობაც კი უზეიმია (2013).
„კეთილი იყოს „გალათასარაის" ოჯახში დაბრუნება, მივესალმებით მანუჩარ მარკოიშვილს, ახალ მთავარ მწვრთნელს და ახალ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებთ", - აღნიშნულია საკლუბო ცნობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული თურქული სპორტული კლუბის ფანებმა იციან ვინ არის მარკოიშვილი, საკლუბო ცნობაში მაინც შეეცადნენ, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი შეეხსენებინათ კლუბის ქომაგებისთვის.
„1986 წლის 17 ნოემბერს, საქართველოში, თბილისში დაიბადა. მანუჩარ მარკოიშვილი თამაშობდა ევროპის ისეთ საკალათბურთო კლუბებში, როგორებიც „ბენეტონ ტრევიზო", „უნიონ ოლიმპია", „კანტუ", „გალათასარაი", ცსკა (მოსკოვი) და „დარუშაფაქა" არის. მარკოიშვილი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი საქართველოს საკალთბურთო ნაკრების რიგებში თამაშობდა, კარიერის მანძილზე მოგებულ აქვს იტალიის, სლოვენიის, თურქეთისა და რუსეთის ჩემპიონატები,
მარკოიშვილი, რომელიც „გალათასარაის" 2012-2013 წლების სეზონში შეუერთდა, თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი გუნდის ჩემპიონობაში 2013 წელს და ასევე იყო იმ გუნდის შემადგენლობაში, რომელიც 2013-2014 წლების სეზონში ევროლიგის 1/4 ფინალამდე მივიდა.
აქტიური კალათბურთიდან წასვლის შემდეგ, ქართველმა სამწვრთნელო კარიერას მიჰყო ხელი, გახდა თავდაპირველად საკალათბურთო კლუბის „ტიტების" მთავარი მწვრთნელი. მოგვიანებით კი, ფრანგული „მონაკოს" სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. „მონაკოში" მუშაობის დროს, მან შეიძინა ევროლიგაზე მუშაობის გამოცდილება, იყო კლუბის წარმატებული გამოსვლის მონაწილე საფრანგეთის ჩემპიონატზე, ისევე როგორც საფრანგეთის თასსა და სუპერ თასზე. 2026 წელს ის, „მონაკოს" მთავარი მწვრთნელი გახდა და იმუშავა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.
ჩვენ მივესალმებით მანუჩარ მარკოიშვილის დაბრუნებას, რომელიც ერთ დროს ჩვენი წითელ-ყვითელი ფერებისთვის იბრძოდა და ახლა „გალათასარაიში" მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა, ვუსურვებთ ახალ ერას, აღსავსეს წარმატებებით", - ნათქვამია წერილში.
ქართველ მწვრთნელს, რომლის გუნდსაც ახლადდაწყებულ სეზონში 1 მოგება და 1 მარცხი აქვს, ახალა მთავარ მწვრთნელთან ერთად პირველ გამოცდას, 18 ოქტომბერს ჩააბარებს, როდესაც, სამიდან, ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, „ბეშიქთაშს" გასვლაზე დაუპირისპირდება. საინტერესო შეხვედრები ელის „მანუს" „გალას" კიდევ ორ გუნდთან „ანადოლუ ეფესთან" და ყველაზე მთავარ კონკურენტთან „ფენერბახჩესთან".
აქვე გეტყვით, რომ „გალა" მიმდინარე სეზონში, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე უახლოეს მატჩს სამ დღეში, 20 ოქტომბერს გამართავს და ფრანგულ „სტრასბურგს" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მათი მეტოქეები „სტრასბურგის" გარდა ხორვატული „ციბონა" და პოლონური „ლეგია" არიან. „გალათასარაიმ" პირველი ტურის შეხვედრა 6 ოქტომბერს ზაგრებში, „ციბონასთან" გამართა და 96-76 დამარცხდა.
ჩვენის მხრივ შევეცდებით, „გალას" თამაშზე გამგზავრება და დასწრება მოვახერხოთ.





ჩვენ







