
ვიდრე სანაკრებო შესვენების შემდეგ, ქალთა ეროვნული ლიგა განახლდება, ხვალ 17 ოქტომბერს, თბილისსა და ქუთაისში, სტარტს აიღებს საქართველოს თასის 2026 წლის გათამაშება ქალთა გუნდებს შორის - ქალთა ლიგის თასი. ტურნირში ქალთა ლიგაში მოასპარეზე გუნდები ითამაშებენ. პირველ, შესარჩევ ეტაპზე ათიდან ოთხი გუნდი იასპარეზებს - თბილისის „ვერე", „თეთრიწყარო", ქუთაისის „მართვე" და „დინამო სოხუმი".
მომდევნო, 1/4 ფინალიდან კი, ასპარეზობაში თბილისური კლუბები „ნიკე-ლუსო", „ელიტა", „კვარტალი", ასევე „ბათუმი", „რაჭა 2020" და „ლანჩხუთი" ჩაებმებიან.
17 ოქტომბერი / „ვერე"-„თეთრიწყარო"
18 ოქტომბერი / „მართვე" - „დინამო სოხუმი"
1/4 ფინალი , 21 ოქტომბერი
„ნიკე-ლუსო" - „ვერე"/„თეთრიწყარო"
„ელიტა" - „ბათუმი"
„მართვე"/„დინამო სოხუმი" - „ლანჩხუთი"
1/2 ფინალი, 16 ნოემბერი
„ნიკე-ლუსო" - „ვერე"/„თეთრიწყარო" VS „ელიტა" - „ბათუმი"
„კვარტალი" - „რაჭა 2020" VS „მართვე"/„დინამო სოხუმი" - „ლანჩხუთი"
19 ნოემბერს, ქალთა ლიგის თასის ფინალური მატჩია დაგეგმილი.
ქალთა ლიგის თასის გათამაშება წლეულს მეოთხედ გაიმართება. ტურნირი ორჯერ 2019 და 2021 წლებში „ლანჩხუთს" აქვს მოგებული. 2025 წელს კი, თასის მფლობელი „ნიკე-ლუსო" გახდა.





ჩვენ







