ლუის ენრიკემ „კვარასთვის“ მხოლოდ 24 წუთს კომპენსირებული დრო გაიმეტა
ლუის ენრიკემ „კვარასთვის“ მხოლოდ 24 წუთს კომპენსირებული დრო გაიმეტა
15.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღე იყო. როგორც იქნა, ლუის ენრიკემ, რომელმაც მატჩამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე კატეგორიულად განაცხადა, რომ დაღლილია „ოქროს ბურთზე" ლაპარაკით, ამ პრიზის მოგების ერთ-ერთი ნომინანტს, ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო დრო მისცა.


„დავიღალე Ballon d'Or-ით. რის იმედიც მაქვს არის, რომ პრიზს მოვიგებთ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მას იმსახურებენ. შარშან, ჩვენ მოვიგეთ პრიზი საუკეთესო გუნდისთვის. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ არა მხოლოდ უსმან დემბელე იმსახურებდა მას. ძალიან დავიღალე „ოქროს ბურთით"!" - თქვა ლუის ენრიკემ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას, ამ ბურთის ერთ-ერთ კანდიდატს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე შეხვედრაშიც სათადარიგო შემადგენლობაში მიუჩინა ადგილი. თუმცა, ისევე, როგორც ჟოაუ ნევეშს. ამ ორი ფეხბურთელის სათადარიგო სკამზე გამწესება, „მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გასვლით შეხვედრაში, ფრანგული მედიისთვისაც კი სიურპრიზი გამოდგა.


ფრანგული მედია (და არა ჩვენ, ქართული სპორტული ვებ-პორტალი) აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონი შედარებით „მძიმედ" დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გასულ უქმეებზე „ლე მანთან" გოლი გაიტანა, ფრანგი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ქართველი, ჯერ კიდევ ეძებს ოპტიმალურ ფორმას, რის გამოც მწვრთნელმა გუშინდელ მატჩში მისი მოედანზე შეცვლაზე შეყვანა ამჯობინა.


ასეა თუ ისე, „ეტიჰად სთეიდიუმზე", „მანჩესტერ სიტისა" და პსჟ-ს შეხვედრა, რომელიც ფრანგებმა თითქოს მოკრძალებულად დაიწყეს, მხოლოდ 13 წუთს გაგრძელდა ასე. მე-13 წუთზე დუემ, ორ წუთში, მე-15 დემბელემ დუეს გამოზომილი გადაცემით ფრანგული კლუბი ორბურთიანი სხვაობით დააწინაურეს. რეალურად, პსჟ მანჩესტერულ შეხვედრაში სულაც არ იყო ის გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში ფრანგულ ლიგა 1-ში აშკარად ვერ გამოიყურება ისე, როგორც ფეხბურთის მოყვარულები ბოლო სამი წლის მანძილზე მიაჩვია. თუმცა, დღეს, 32-ე წუთზე ვიტინიას გატანილი გოლით, ყველა შეაფხიზლა. მათ შორის მასპინძლები, რომლებმაც მეორე ტაიმის სტარტზე ჰაალანდის წყალობით, 53-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითეს და ზოგადად, ამ ტაიმში მატვეი საფონოვსაც უფრო მეტჯერ მოუხდა საქმეში ჩართვა. აი, ამის შემდეგ, გაიტანა იმ კაცმა, აკლიუშემ, დემბელეს გადაცემით, რომელიც მიმდინარე სეზონში ალბათ „კვარას" სერიოზული თავისტკივილი იქნება. 62-ე წუთისთვის პსჟ 1-4-ს იგებდა. „კვარა" კი მოედანზე მხოლოდ 66-ე წუთზე შემოვიდა. ამის შემდეგ, მხოლოდ ნორვეგიელმა გაიფორმა დუბლი და მეტი ვოლი ამ შეხვედრაში არ გასულა. „პარი სენ-ჟერმენმა" დამაჯერებლად, 2-4 მოიგო.


„კვარას" თემა, რომ ამოვწუროთ -  ხვიჩა თამაშში  მაშინ ჩაერთო, როცა გუნდი უკვე სოლიდური ანგარიშით იგებდა დარჩენილი კი, 24 წუთი იყო. შესაბამისად, გუნდს ანგარიშის შენარჩუნებაზეც უნდა ეზრუნა. მინდორზე გატარებული დროის მანძილზე კვარას არ ჰქონია ბევრი მომენტი, მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარში და შესაბამისად, ვერც მაღალი შეფასება მიიღო. თუმცა, წინ მთელი სეზონია.


ბევრი კვარაცხელიას სათადარიგო სკამზე დატოვებას ლუსი ენრიკეს სიტყვენიდან გამომდინარე ტაქტიკურ როტაციებს უკავშირებს. ამას გარდა ეყრდნობა ესპანელის მხრიდან, თავის მართლების მსგავს გამონათქვამებსაც, „კვარაცხელია მანქანა არ არის ადამიანიაო". თუმცა, არის კიდევ ერთი დეტალი - ხვიჩას ჯერ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ხელი არ მოუწერია...


დღეს, ჩვენი, ქართული ლეგიონის კიდევ ორი წარმომადგენლის გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა", რომელმაც ავსტრიული „ლასკი" გასვლაზე 3-6 დაამარცხა და ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა", რომელმაც საშინაო შეხვედრაში ათენის „აეკს" 3-1 სძლია. გიორგი, ისევ სათადარიგო სკამზე იჯდა, რაც შეეხება ირაკლის, ის მუხლის ტრავმის გამო კვლავ იძულებულია „დაისვენოს".


ხვალ, უფრო ზუსტად კი, დღეს, საქმეში უეფა-ს კიდევ ორ ტურნირზე ქართველების და ქართული გუნდი იასპარეზებს.