„დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდი ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზეა
14.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დღეს „დინამო არენაზე" უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა გაიმართა. მოგეხსენებათ, ზედიზედ მესამე წელია 19-წლამდეთა შორის საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი" უეფა-ს აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობს და შანრშან მთავარ ბადეში მოხვედრამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. მაშინ, გათამაშებას „დინამო არენაზე", პენალტების სერიაში, თბილისური „დინამო" მინსკის „დინამომ" დაამარცხა.


დღევანდელი მატჩიც შარშანდელის ერთგვარი დეჟავიუ იყო. შარშანდელისგან განსხვავებით, თბილისია და მინსკის დინამოელები, ამჟამად, გათამაშების საწყისს ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. დაძაბულ და უხვგოლიან პირველ შეხვედრაში, რომელიც 10 ოქტომბერს 3-4 დასრულდა, თბილისელთაგან შოთიკო დიაკონიძემ (25'), ნიკოლო ადუაშვილმა (40') და საბა ხოფერიამ (90') გაიტანეს. უნდა ითქვას, რომ თბილისელები, მთელი შეხვედრა მდევრის როლში იყვნენ და ქულის გადარჩენაც ვერ მოახერხეს.


აი, საპასუხო მატჩი კი, რომელიც დღეს, კვლავ „დინამო არენაზე", მხოლოდ ამჯერად პირობითი მასპინძელი მინსკის „დინამო" იყო, ქართული გუნდის აქტიურობით წაიყო. ამასთან ქართულ „დინამოში" გარკვეული ცვლილებები იყო, მაგალითად, დაჩი ჩოჩიშვილის ნაცვლად კარში მათე ჭელიძე იდგა, რომელსაც შეხვედრის პირველ ტაიმში ერთი სერიოზული სეივი ჰქონდა. აი, ანგარიშის გახსნა კი, მე-6 წუთზე თორნიკე კვარაცხელიას ჰქონდა. ამ მომენტიდან მალევე, თბილისელებმა მაინც გაიტანეს. მე-12 წუთზე ნიკოლოზ ადუაშვილმა გაიტანა. 33-ე წუთზე სტანდარტული გოლით დაასრულა. სანდრო მიქაუტაძის ჩაწოდებული კუთხური, გიორგი ლომიძემ კარში გადააგზავნა. „დინამო თბილისმა" პირველი ტაიმი 2-0 მოიგო. მეორეს დასაწყისში კი, რატი ალექსიძემ მესამედ აიღო მეტოქის კარი და თბილისელთა უპირატესობა სამამდე გაზარდა. თუმცა, ამის შემდეგ, როგორც ჩანს ქართულმა გუნდმა ანგარიშზე დაიწყო ზრუნვა. 62-ე წუთზე მცველებს შეცვლაზე შემოსული ანდრეი ლუცკოვიჩმა, ანგარიშის შემცირება 11-მეტრიანით მოახერხა, 1-3. მიუხედავად ამისა, თბილისური „დინამო" ორი შეხვედრის საერთო ანგარიშში, ჯერ კიდევ წინ იყო. კიდევ 10 წუთში, 73-ე წუთზე თბილისელთა მცველებს ლუცკოვიჩი გაეპარათ. მან კი, მორიგი გოლი გაიტანა და ორი შეხვედრის ჯამში, გაათანაბრა, 6-6. რეალურად „დინამო თბილისს", პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, ძალიან გაგვიჭირდა. მსაჯმა 3 წუთი დაამატა, მინსკელები ერთით ნაკლებიც დარჩნენ, რადგან, 90-ე წუთზე მინსკელებს კაციც გაუძევა, თუმცა, „დინამო თბილისმა" ვერ მოახერხა გატან და დებულების შესაბამისად, პენალტების სერია დაინიშნა.


პირველი ბელარუსებმა დაარტყეს და გაიტანეს. მომდევნო გაიტანა ლუკა შარიქაძემ 1-1.


მომდევნო პენალტი თბილისელთა მეკარემ მათე ჭელიძემ აიღო. თბილისელთაგან კი, დაჩი მეტრეველმა გაიტანა და ქართული „დინამო" 1-2 დააწინაურა.


მესამე დარტყმა ბელარუსებმა კვლავ გააცუდეს, ჭელიძემ კვლავ აიღო და მომდევნო დარტყმა, კვლავ გოლით დასრულდა. ამჯერად, გიორგი ქურდოვანიძემ გაიტანა.


თუკი, მეოთხე დარტყმას ბელარუსები ააციელებდნენ, მომდევნო ეტაპზე „დინამო თბილისი" გადიოდა. ქართული გუნდის საბედნიეროდ, ამჯერად, მინსკელთა დარტყმული ხარიხას მოხვდა და თბილისელთაგან ბურთთნ მისკა, აღრავის დასჭირდა, რადგან სერიაში ანგარიში 1-3 გახდა, ბელარუსებს, კი, ჩვენებს რომც გაეფუჭებინათ, ერთი მეტი დასარტყმელი აღარ რჩებოდათ.


ასე და ამრიგად, შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად პენალტების სერიაში „დინამო თბილისმა" გაიტანა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.