ბომბარდირმა ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა
ბომბარდირმა ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა
14.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანაკრებო შესვენების შემდეგ უეფა-ს ევროტურნირები განახლდა. დღეს, ქართული ლეგიონიდან პირველი გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა" ითამაშა, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მთავარი, ლიგის ფაზის მე-2 ტურში საშინაო შეხვედრაში „ნაპოლის" დაუპირისპირდა და 3-1 გაიმარჯვა.


ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 64-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა, მანამდე, 23-ე წუთზე ქართველმა მოახერხა გოლის გატანა, ამასთან ანგარიშის გათანაბრებაც, ვინაიდან, გოლების ათვლა, ამ შეხვედრაში სტუმრებმა, მე-8 წუთზე რაჰმანის გოლით დაიწყეს. აი, ბომბარდირმა კი, ანგარიში გაათანაბრა, 1-1. ამის შემდეგ მალევე, „ვილიარეალმა" დაწინაურება მოახერხა, 26-ე წუთზე მოურინიომ გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი, ამ შეხვედრაში 86-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ოლივასეიმ მესამედ აიღო სტუმართა კარი.


აღსანიშნავია, რომ ჟორჟის, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ორ შეხვედრაში ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. რაც შეეხება „ვილიარეალს" მას ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. ტური კი, დღეს გაგრძელდება, მათ შორის ქართველების მონაწილეობით.