
ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვასთან მეორე სპარინგი მოიგო. ირის ანტმანის გუნდმა მოლოდვასთან გამართული წინა სპარინგისგან განსხვავებით ერთი ცვლილებით დაიწყო - ნინო პასიკაშვილის ნაცვლად, ამჯერად, სასტარტოდან ნინო ჩხარტიშვილმა დაიწყო. დანარჩენი ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: სვეტლანა გაბელაია, ნატა კვირკვაია, ელენე ენჯიბაძე, ნათია დანელია, თინათინ ამბალია, კესო მეტონიძე, მაიკო ბებია, ლიზი მწყერაშვილი, ეთერ სულაშვილი, ნინო ბუხრიკიძე.
პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც დღევანდელი სპარინგის პირველი ტაიმი მშრალად ფრედ, 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმი ანტმანმა ცვლილებებით დაიწყო, შეცვალა მეკარე და გაბელაიას ნაცვლად ეკა თაბაგარს მისცა სათამაშო დრო, ასევე შეცვალა მაიკო ბებია და ლიზი მწყერაშვილი, მათ ნაცვლად კი, მოედანზე ანა პავლიაშვილი და ელენე ჩიქოვანი შემოუშვა. რეალურად ირის ანტმანის გუნდმა მოახერხა ბურთის გაკონტროლება. მორიგ ცვლილებამდე, როდესაც მოედანზე თეკლა ბერიძე შემოვიდა ეთერ სულაშვილის ნაცვლად, საქართველოს ნაკრები ბურთს 38/61-ზე აკონტროლებდა. გოლი კი, მეორე ტაიმში 65-ე წუთზე გავიდა. თიკო ამბალიაზე უხეში თამაშის გამო, მოლდოველთა საჯარიმოსთან (რკალის ხაზთან რამდენიმე სანტიმეტრში) სტანდარტული დაინიშნა. ნათია დანელიამ კი, კედლის ავლით ბურთი მეკარისგან დაცულ დაბალ კუთხეში შეაცურა. ანტმანმა თამაშის მიწურულს კიდევ ორი ცვლილება განახორციელა, ამბალიას ნაცვლად სოფიკო ნარსია, ბუხრიკიძის მაგივრად კი, მარიამ ცისკარიშვილი შემოუშვა. საქართველოს ნაკრებმა ამის შემდეგაც მოახერხა ბურთის გაკონტროლება და საბოლოო მონაცემებით, ამის გაკეთება მოახერხა 41/59-ზე, კარის მიმართულებით დაარტყა 9-ჯერ, ხოლო კარის ჩარჩოში 5-ჯერ და რაც მთავარია ირის ანტმანის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა კარის მშრალად შენარჩუნება მოახერხა. მაშინა კი, როდესაც, კომპენსირებული დროის გასვლის შემდეგ, მასპინძლებმა სულ საჯარომო მოედანში ვერა, მაგრამ მისადგომებთან მოახერხეს გაფორმება, მსაჯმა კი, უყოყმანოდ დანიშნა საჯარიმო, რომელიც მასპინძლებმა ვერ გამოიყენეს. მეორე სპარინგი, ანტმანის გუნდმა 0-1 მოიგო.
ამრიგად მოლდოვური შეკრებიდან ჩვენი გუნდი 1 გამარჯვებით და 1 წაგებული თამაშით დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ გუნდში არ იყო რამდენიმე ძირითადი მოთამაშე, თუმცა, როგორც ჩანს, დღევანდელი მოცემულობით, ანტმანის გუნდი, მსგავს ფორმაციასთან შეგუებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული მოლდოვურ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა - მეკარეები: ეკა თაბაგარი ("ლანჩხუთი"), სვეტლანა გაბელაია ("ლანჩხუთი"); მცველები: ნინო ჩხარტიშვილი ("ლანჩხუთი"), ელენე ენჯიბაძე ("ნიკე-ლუსო"), ნინო გუჯაბიძე ("ლანჩხუთი"), ნათია ჯოჯუა ("ლანჩხუთი"), სოფიკო ნარსია ("ლანჩხუთი"), ნატა კვირკვაია ("ლიმანი", ბაქო); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი ("ლანჩხუთი"), ნათია დანელია ("ლანჩხუთი"), თინათინ ამბალია ("ბანიკ ოსტრავა", ჩეხეთი), კესო მეტონიძე ("ნიკე-ლუსო"), მარიამ ცისკარიშვილი ("კვარტალი"), ანა პავლიაშვილი ("ვერე"), ლიზი მწყერაშვილი ("ლანჩხუთი"), მაიკო ბებია ("იუქსეკოვასფორი", თურქეთი), ელენე ჩიქოვანი ("ნიკე-ლუსო"), ლიზი კანკია ("კვარტალი"), ანანო წიქარიძე ("კვარტალი"), ნინო ბუხრიკიძე ("ლანჩხუთი"), ეთერ სულაშვილი ("ლანჩხუთი"), თეკლა ბერიძე ("ნიკე-ლუსო").





ჩვენ







