
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 19 ოქტომბრიდან დაიწყება. თამაშამდე ერთი თვით ადრე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებები, უეფა-ს ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში 14 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. თამაში კი, არა „დინამო არენაზე" არამედ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. წლის ბოლო
ჩვენი ნაკრებისთვის ბოლო ოფიციალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი, რომელიც ოთი კატეგორიის იქნება სფფ-ის ინფორმაციით 20-დან 100 ლარამდე იქნება და მათი შეძენა თამაშზე დასწრების მსურველებს შემდეგ ბმულზე 19 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შეეძლებათ.
შეხვედრა, 14 ნოემბერს მიხეილ მესხზე 21:00 საათზე დაიწყება.
ამავე ცნობაში სფფ-ის ოფიციალური სანაკრებო ვებ-გვერდი გულშემატკივარს სტადიონზე ქცევის წესებსაც ახსენებს და დეტალურად გასაცნობად შემდეგ ბმულს სთავაზობს.





ჩვენ







