ექვსი ქულა გვაქვს, ველოდებით ოთხი ჯგუფის შედეგებს
ექვსი ქულა გვაქვს, ველოდებით ოთხი ჯგუფის შედეგებს
13.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა დღეს ბულგარეთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში დაასრულა ასპარეზობა. ლალე დავითაშვილის გაწვრთნილი გუნდი B ლიგის მე-2 ჯგუფში ბულგარეთის, ირლანდიისა და სომხეთის ნაკრებების წინააღმდეგ ასპარეზობდა. ტურნირის დებულების მიხედვით, 2026-2027 წლების სეზონში, B ლიგიდან A ჯგუფში 6 ჯგუფის გამარჯვებული, საუკეთესო მეორე ადგილოსანთან ერთად მიიღებს. თამაშები, ჯერ მხოლოდ ორ ჯგუფში ჩატარდა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, ამ ეტაპზე საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსს აკმაყოფილებს.


ჩვენმა გოგონებმა სასტარტო შეხვედრა მინიმალური ანგარიშით  1-0 დაამარცხა მინი-ტურნირის მასპინძელი ბულგარეთის ნაკრები დაამარცხეს. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ანასტასია ბუჩუკურმა გაიტანა.


ამის შემდეგ, ჩვენი გოგონები ირლანდიას დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით 7-0 წააგეს.


ჯგუფის ბოლო შეხვედრაში კი, გოგონები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და შვიდ ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს ისე, რომ კარი მშრალად შეინახეს. დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე ნინიკო ჩხეტიანმა სოფო ხელაშვილის გადაცემით ანგარიში გახსნა. 31-ე წუთზე ამ ტანდემმა, ამავე თანმიმდევრობით კიდევ ერთხელ აიღო სომეხთა კარი. 39-ე წუთზე ქეთევან ჭურკვეიძემ სამამდე გაზარდა ანგარიში. ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე კი, ლოლიტა კალოიანმა ამ ტაიმის ანგარიში, 0-4 დააფიქსირა. ვითარება არც მეორე ტაიმში შეცვლილა, ბურთს ფლობდნენ და გოლები გაჰქონდათ ქართველ გოგონებს. 53-ე წუთზე, სომეხთა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ორი საგოლე გადაცემის ავტორმა სოფო ხუციშვილმა და „ასისტებს" გოლიც მიუმატა. ოთხ წუთში თავი ანასტასია ბუჩუკურმა გამოიჩინა (0-6), კიდევ ოთხ წუთში ელენე ბოლქვაძის გადაცემით, მისმა სეხნიამ, ელენე თვალჭრელიძემ გაიტანა და როგორც თამაშის ბოლოს გაირკვა, მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 0-7.


ვიდრე B ლიგაში თამაშები გაიმართება და გავარკვევთ, საქართველოს 19-წლამდე გოგონების შედეგის მსგავსად, 6 ქულას, დააგროვებს თუ არა სხვა რომელიმე გუნდი (ან თეორიულად 7-იც შესაძლებელია იყოს), როგორც აღვნიშნეთ, ორ ჯგუფში, ჯერ-ჯერობით, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.