ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრში, გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებთან ორი შეხვედრა გამართა და ორივე მოიგო. პირველი 3-5, ხოლო მეორე მინიმალური ანგარიშით 0-1.
ჩვენი 17-წლამდები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. მზადების ფარგლებში ჩიტაურის გუნდმა, პოლონეთში გამართულ ამხანაგურ საერთაშორისო ტურნირზე, „სირენკას თასზე" ითამაშა, სადაც ირლანდიას ფრედ, 2-2 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, პენალტების სერიაში აჯობა. წააგო, ჩეხეთთან დაძაბულ ბრძოლაში 3-2 და მასპინძელ პოლონეთთან, 3-1.
ამის შემდეგ კი, როგორც აღვნიშნეთ ბაქოში გაემგზავრა და აზერბაიჯანელ თანატოლებთან, ორი სპარინგი გამართა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის თამაშებისთვის ემზადებოდა, რომელიც ერთ თვეში, 11-17 ნოემბერს საქართველოში ჩატარდება. ჩვენი ნაკრები 3-გუნდიან ჯგუფში ყაზახეთისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთდ იასპარეზებს.
მოსამზადებელ ეტაპზე გუნდში გამოძახებული იყვნენ: მეკარეები: შოთა მეტონიძე („ტორპედო" ქუთაისი), ელიას მიულერი („ლანდსჰუტი", გერმანია), ოთარ გურიელი („დინამო თბილისი"); მცველები: ანდრია ფოცხვერია ანდრია („ინტერი" თბილისი), ნიკოლოზ კობზონაძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ უღრელიძე („იბერია 1999"), გიორგი აბულაძე („დინამო თბილისი"), საბა მეტონიძე („დინამო თბილისი"), გაბრიელ გოგუა („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ლიპარტელიანი („ატლეტიკ სან ჟუსტი", ესპანეთი); ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი („ინტერი", თბილისი), ანდრია ოჩიგავა („დინამო თბილისი"), ერეკლე კაკულია („სამტრედია"), დემეტრე ქურასბედიანი („დინამო თბილისი"), დიმა ბიჩინაშვილი („დინამოვეცი", რუსეთი), გიორგი მღებრიშვილი („ინტერი" თბილისი), გური კაკაბაძე („რუსთავი"), დაჩი დგებუაძე („ინტერი", თბილისი), გიორგი ღუნაშვილი („დინამო თბილისი"), თავდამსხმელები: ჯუმბერ დუმბაძე („გონიო"), ნიკოლოზ სახვაძე („დინამო თბილისი").
ფოტო: სფფ





ჩვენ







