ჯუდოში შერეულ გუნდურ შეჯიბრში საქართველო ბრინჯაოს პრიზიორია
ჯუდოში შერეულ გუნდურ შეჯიბრში საქართველო ბრინჯაოს პრიზიორია
11.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ბაქოში მიმდინარე ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მედლები შერეულ-გუნდურ შეჯიბრში გათამაშდა. საქართველოს შერეულმა გუნდმა, რომელიც დღევანდელ დღემდე მოქმედი ჩემპიონი იყო - ამჯერად, ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა. ეს ქართული გუნდისთვის მესამე ბრინჯაოს მედლებია. ოქრო კი, ამჯერად ქართველებმა იაპონელებს დაუბრუნეს, რომელთა დამარცხება, რაც შერეული გუნდური შეჯიბრი არსებობს, ქართველებმა მხოლოდ ერთხელ, 2026 წელს ბუდაპეშტში დაათმობინეს.


დღევანდელი დღე კი, ქართულმა გუნდმა მეორე წრიდან, ტრადიციულ მეტოქესთან, იტალიის ნაკრებთან დაპირისპირებითა და გამარჯვებით დაიწყო. შეხვედრები მოიგეს ლუკა მაისურაძემ, გიორგი ლოლაძემ, ეთერ ლიპარტელიანმა და ირაკლი დემეტრაშვილმა. აი ნინო ლოლაძემ კი, სამი შიდო „დააგროვა" და შესაბამისად, შეხვედრა წააგო.  


მომდევნო მეტოქე უკვე უზბეკეთის ნაკრები იყო, სადაც გუნდს პირველი ქულები ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა. ქართულ გუნდს შეეძლო ორი ქულითაც დაწინაურებულიყო, თუმცა, ლოლაძე დამარცხდა და ანგარიში გათანაბრდა. შემდეგი შეხვედრები მოიგეს ნინო გულბიანმა და ლაშა ბექაურმა. ჩვენი გუნდი 3-1 დაწინაურდა. იმისთვის, რომ 1/2 ფინალში გავსულიყავით, გვაკლდა ერთი გამარჯვება. ტატამზე კი, სოფო იყო სომხიშვილი, რომელიც ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მცირე ტრავმით ასპარეზობდა. მიუხედავად ამისა, სოფო იბრძოლა, თუმცა, საბოლოოდ, დამარცხდა. ანგარიში კი, შემცირდა 3-2. შეგვეძლო ირაკლი დემეტრაშვილის ბრძოლითაც მოგვეგო. თანაც, მუზაფარბეკ ტურობოევთან გამარჯვება, ქართველისთვის ერთგვარი რევანშიც იქნება, წინა დღით, +100 კგ წონით კატეგორიაში განცდილი მარცხისთვის, თუმცა, უზბეკმა ამჯერადაც მოგვიგო. უზბეკებმა გაგვითანაბრეს. ლოტოტრონმა კი, სოფო სომხიშვილის წონა ამოაგდო. სოფომ აქაც იბრძოლა, თუმცა, იუკოთი წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.


საქართველოს ნაკრები რეპეშაჟში გადაერთო, სადაც საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. სამი იპონი (ლაშა ბექაური, ეთერ ლიპარტელიანი, ირაკლი დემეტრაშვილი) და გოლდენ სქორში გადასული მატჩის ბედი, სადაც ათვლა არა ზემოდან ქვევით, არამედ, ქვევიდან ზევით იწყება. ლოტოტრონმა ამჯერად, ტრავმირებული ოლიმპიური ჩემპიონის წონა „ამოაგდო", 301-ემ კი, აქაც ბოლომდე იბრძოლა და ალბათ, გაუსაძლის ტკივილთან ერთად, რადგან ეს სახეზე ეკითხებოდა, 1:25 წუთის შემდეგ იუკოს აღება მოახერხა და გუნდს ბრინჯაოს მედლების მოგების შანსი დაუტოვა. სხვათა შორის ლაშამ ფეხი ფრანგებთან, კერძოდ, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ალექსა მიტროვიჩთან დაპირისპირებისას მიიღო. ბრძოლა ახალი დაწყებული იყო, ლაშამ ვაზარის აღება მოახერხა და სწორედ, ამ დროს იტკინა ფეხი. ამის შემდეგ, ფრანგი მეტოქე, მიზანმიმართულად, მტკივნეულ ფეხში ურტყამდა. თუმცა, ბექაურმა მაინც მოახერხა ბრძოლის ბოლომდე მიყვანა და გამარჯვება. რეპეშაჟის ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდისთვის კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტო მოხდა. ლაშას ტრავმას, სოფო სომხიშვილის ტრავმაც დაემატა. ტატამიდან ჩამოსვლის შემდეგ, ლაშა ხელით გაიყვანეს. ექიმების, ჩვენი გუნდის სამედიცინო პერსონალისა და გუნდის წევრების თანხლებით დასჭირდა გასვლა სოფიო სომხიშვილსაც. სამწუხაროდ, ორგანიზატორებს, მსგავსი ტრავმების გამო თუნდაც, შშმ პირის ეტლი, რაც ნებისმიერ დაზარალებულ სპორტსმენს შეუმსუბუქებდა გასახდელამდე გადაადგილებას, ადგილზე არ იყო.


ფინალურ ბლოკამდე ჩვენთვის უცნობი იყო ჩაანავლებდნენ თუ არა სხვა ჯუდოკათი, ლაშას ან სოფოს. ვიცოდით და რაც სოფოსთან მოკლე გასაუბრებით გავარკვიეთ, ის ძალიან ძლიერ ტკივილს განიცდიდა. ლაშა კი, გვარწმუნებდა, რომ ის, ფინალურ ბლოკში ტატამს დაუბრუნდებოდა. თუმცა, საბოლოოდ მის „დასვენება" გახდა საჭირო და ფინალში ლუკა მაიუსრაძემ იასპარეზა. თანაც, იპონით გაიმარჯვა. ისევე, როგორც ნინო გულბიანმა. იპონით მოიგო ირაკლი დემეტრაშვილმაც. გამომდინარე იქიდან, რომ ფინალში სოფოს ტატამზე გამოსვლა შეუძლებელი იყო, ის ქულა ჩინელებს ჩაეწერათ. აი, ბოლოს, კი, როცა ანგარიში 3-1 იყო საქართველოს გუნდის სასარგებლოდ, ტატამზე ეთერ ლიპარტელიანი გამოვიდა, რომელმაც ჯერ კიდევ წითელი არშიით იასპარეზა (იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ მსოფლიოზე ის მას კვლავ დაიბრუნებს) და მშვიდად მიიყვანა საქმე მედლებამდე.



მაშ ასე, საქართველო მესამედ მსოფლიოს შერეული გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.


დაჯილდოების ფოტო-კოლაჟი იხილეთ ბმულზე.


#ბაქო2026 #ჯუდო #BakuJudo2026