ქართველების გუნდები შეხვედრა ზირაში ფრედ, 1-1 დასრულდა
ქართველების გუნდები შეხვედრა ზირაში ფრედ, 1-1 დასრულდა
10.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანაკრებო შესვენების შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი აქტიურად ბრუნდება. მაგალითად, ბაქოში, სადაც 13 ოქტომბერს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „საბაჰი" „ბარსელონას" უმასპინძლებს დიდი მზადებაა. ჩემპიონთა ლიგა იქით იყოს და ქალაქში, რომელშიც აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის საშინაო მატჩებს რამდენიმე კლუბი თამაშობს, ყველაზე თუ არა, ცენტრალურის შესახებ, თითქმის ყველა სარეკლამო მონიტორი გატყობინებს, მაგალითად, ისეთს, როგორიც 9 ოქტომბერს, ბაქოს „ნეფთჩისა" და „საბაჰის" დაპირისპირება  იყო. აქვე, უნდა გითხრათ, რომ ხსენებული მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.



ფრედ, მხოლოდ 1-1 დასრულდა სუპერ ლიგის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც ჩვენი ვებ-პორტალიც დაესწრო. როდესაც გაირკვა, რომ ბაქოში, Milli Gimnastika Arenası-ში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯუდოში, ფინალურ ბლოკში ქართული გუნდიდან არავინ იქნებოდა, გადავწყვიტეთ, აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მატჩს დავსწრებოდით. მე-7 ტურში „ზირა" „შამახს" ხვდებოდა, გუნდებში კი, ქართველები თამაშობდნენ. „ზირაში" დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი, „შამახში" კი, თორნიკე ახვლედიანი. თამაში ფრედ 1-1 დასრულდა. დანარჩენს კი, მოგვიანებით, ქართული ლეგიონის ამბებში. აქვე მადლობა ვუხდით, ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგასა და მეგობარს, ფერიდ ქარაზადეს, რომელმაც ბაქოდან 40 წუთის საავტომობილო სავალზე, არ დაიზარა და გვიმასპინძლა.


„ზირას" სტადიონზე, აკრედიტაციები მას შემდეგ მოგვცეს, რაც ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ, თამაშზე დასწრებისა და მუშაობის უფლება მოგვცა. სხვათა შორის, განსხვავებით ჩვენი ჩემპიონატისგან, აქ, მედიის წარმომადგენლებს წლის დასაწყისში ურიგდებათ აკრედიტაცია, ფოტოგრაფებს აკრედიტაციასთან ერთად გადასაცმელიც და ამიტომ, ადგილობრივ კოლეგებს ზედმეტი რუტინა - თამაშამდე წერილით მიმართე კლუბს და ელოდე დასტურს, მარტივად მოგვარებულია. ჟურნალისტებსაც არ უნდათ დევნა, სტადიონზე ვინ როგორ მოიქცეს - ყველამ თავისი მოვალება აქ კარგად იცის.


„ზირას" სტადიონზე მისულები ერთი ისტორიული მოვლენის მოწმენიც გავხდით - ამ პატარა ქალაქის სტადიონზე, რომელმაც მე პირადად საჩხერის „ჩიხურას" საშინაო მოედანი (ისე, რაღაც მომენტში, მოედნამდე შესასვლელი, ცოტათი მარნეულის სტადიონის მისასვლელსაც წააგავდა, მოკლედ, იყო ნაზავი), თუმცა, არ მიწყენენ ჩემი საჩხერელები, თუ ვიტყვი, რომ ბევრად მოვლილი მინდორი, ტრიბუნა კი მასშტაბით ოდნავ დიდი და გასახდელების შენობაც უფრო კაპიტალური იყო. ჰოდა, ამ სტადიონზე, პირველად გაიხსნა მასპინძელი კლუბი „ზირას" ფან-შოპი - მომცრო ზომის მუქი ცისფერი ვაგონი, სადაც კლუბის ფორმა და სიმბოლიკით სუვენირები იყიდებოდა.



მოკლედ, ეს ფორმალური რუტინა მოვაგვარეთ, ჩაიწერეს რომელი მედიის წარმომადგენლები ვიყავით და მეც საქმეს შევუდექი.


პირველი რეაქცია დავით ვოლკოვს ჰქონდა, რომელმაც „ზირას" გუნდური ფოტოს გადაღებისას შემნიშნა და იქიდან მომესალმა. პირველ ტაიმშიც, მასპინძლები სტუმართა გუნდზე უკეთ გამოიყურებოდნენ და ბევრსაც უტევდნენ. ერთი მომენტი ვოლკოვსაც ჰქონდა, როცა კუთხურის შემდეგ, თავით ურტყამდა - ბურთი ასცდა. ტაიმი კი, ფრედ, 0-0 დასრულდა.



შესვენებაზე, გიორგი პაპუნაშვილისა და თორნიკე ახვლედიანის ნახვაც მოვახერხე. რა დაგიმალოთ და ბიჭები არც ელოდნენ ჩემს აზერბაიჯანში ხილვას და მით უმეტეს, ბაქოდან საკმაოდ მოშორებით. თუმცა, სადაც ქართველები გვეგულებოდნენ, თან თამაშ იყო, თუნდაც ლოკალური ჩემპიონატის შანსს ნამდვილად ვერ გავუშვებდი ხელიდან.


ვოლკოვმა სრული მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა. ტელევიზიით ისე არ აღიქმებოდა, თუმცა, ცოცხლად, კარგად ჩანდა, რომ თანაგუნდელები ვოლკოვს ხშირად „ვერ" ხედავდნენ. რაც შეეხებათ „პაპუნას" და „ახვლედას", რომელსაც მწვრთნელი „ბიჭოს" ეძახის, სათამაშოდ ერთდროულად 69-ე წუთზე შემოვიდნენ. ანგარიში ამ მომენტისთვის უკვე 1-1 იყო. პირველი გოლი სტუმრებმა 53-ე წუთზე გაიტანეს. „ზირამ" კი, 68-ე წუთზე გაათანაბრა. თამაში, რომელის საკმაოდ ხისტი იყო და მსაჯები თითქმის არ ერეოდნენ, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა.



7 ტურის შემდეგ, „ზირა" მე-5, „შამახი" კი, მე-7 ადგილზეა.


თამაშის შემდეგ, ბიჭები საკლუბო ბაზებზე დაბრუნდნენ ავტობუსებით, რადგან ხვალ აღდგენა აქვთ, ჩვენ კი, ბაქოში დავბრუნდით.



სპეციალურად ბაქოდან