ქალთა ეროვნულმა პირველი ამხანაგური მოლდოვასთან წააგო
ქალთა ეროვნულმა პირველი ამხანაგური მოლდოვასთან წააგო
09.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა კიშინიოვში დაგეგმილი ორი ამხანაგური სპარინგიდან პირველი გამართა მოლდოვას ნაკრების წინააღმდეგ და მინიმალური ანგარიშით 1-0 (იხილეთ მატჩის ჩანაწერი) დამარცხდა. ირის ანტმანის გუნდს ამ შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, მათ შორის მეკარე თათია გაბუნია, რომელის სვეტლანა გაბელაია, ჩაანაცვლა. ასევე გამოცდილი მცველი მარიამ კალანდაძე, თეონა ბაქრაძე, სალომე გასვიანი და ტრავმირებული ირინა ხაბურზანია.


მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ირის ანტმანის გუნდს ანგარიშის გახსნის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. სამაგიეროდ, მასპინძლებმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში გაგვიტანეს. ჩვენი საჯარიმოდან ქართველი მცველების ამოტანილ ბურთს, დაეუფლნენ და საკმაოდ შორი მანძილიდან, არც თუ ძლიერი დარტყმით 67-ე წუთზე გაგვიტანეს.


მოლდოვისა და საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 12 ოქტომბერს, კვლავ კიშინიოვში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.


როდესაც გაირკვა, რომ ბაქოში, Milli Gimnastika Arenası-ში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯუდოში ფინალურ ბლოკში ქართული გუნდიდან არავინ იქნებოდა, გადავწყვიტეთ, აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მატჩს დავსწრებოდით. მე-7 ტურში „ზირა" „შამახს" ხვდებოდა, გუნდებში კი, ქართველები თამაშობდნენ. „ზირაში" დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი, „შამახში" კი, თორნიკე ახვლედიანი. თამაში ფრედ 1-1 დასრულდა. დანარჩენს კი, მოგვიანებით, #ქართულილეგიონის ამბებში. აქვე მადლობა ვუხდით, ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგასა და მეგობარს, ფერიდ ქარაზადეს, რომელმაც ბაქოდან 40 წუთის საავტომობილო სავალზე, არ დაიზარა და გვიმასპინძლა.


ფოტო:სფფ