ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
07.10.2026
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 

ირის ანტმანის გუნდი, კიშინიოვში მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩები 9 და 12 ოქტომბერს, ზიმბრუს სტადიონზე გაიმართება. 

ამხანაგური შეხვედრებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩებისთვის 22 ფეხბურთელი გამოიძახა. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ეკა თაბაგარი ("ლანჩხუთი"), სვეტლანა გაბელაია ("ლანჩხუთი");  მცველები: ნინო ჩხარტიშვილი ("ლანჩხუთი"), ელენე ენჯიბაძე ("ნიკე-ლუსო"), ნინო გუჯაბიძე ("ლანჩხუთი"), ნათია ჯოჯუა ("ლანჩხუთი"), სოფიკო ნარსია ("ლანჩხუთი"), ნატა კვირკვაია ("ლიმანი", ბაქო); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი ("ლანჩხუთი"), ნათია დანელია ("ლანჩხუთი"), თინათინ ამბალია ("ბანიკ ოსტრავა", ჩეხეთი), კესო მეტონიძე ("ნიკე-ლუსო"), მარიამ ცისკარიშვილი ("კვარტალი"), ანა პავლიაშვილი ("ვერე"), ლიზი მწყერაშვილი ("ლანჩხუთი"), მაიკო ბებია ("იუქსეკოვასფორი", თურქეთი), ელენე ჩიქოვანი ("ნიკე-ლუსო"), ლიზი კანკია ("კვარტალი"), ანანო წიქარიძე ("კვარტალი"), ნინო ბუხრიკიძე ("ლანჩხუთი"), ეთერ სულაშვილი ("ლანჩხუთი"), თეკლა ბერიძე ("ნიკე-ლუსო")