პირველი ოქრო ბაქოში, რომელიც ტატოსთვის მეოთხეა!
პირველი ოქრო ბაქოში, რომელიც ტატოსთვის მეოთხეა!
07.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-13 ფინალი ქართველისთვის წარმატებული გამოდგა. წარმატებული გარემოში, რომელიც სპორტის ნებისმიერ სახეობას დაამშვენებდა, თუმცა, ეს გარემო დაჯილდოებისას სრულიად გამქრალი იყო, რადგან საქართველოს ჰიმნი, თითქმის ცარიელ Milli Gimnastika Arenası-ში აჟღერდა. ფინალურ დაპირისპირებაში, ხომ ტატომ, ჯუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატი მასპინძელი აზერბაიჯანის წარმომადგენელი ზელიმ ცკაევი დაამარცხა, რომელსაც დარბაზში უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის მსაჯებისგანაც. არა, ტატოსთან ეს დიდად არ „გაუვიდათ", თუმცა, გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე მეორე ქართველი ნუგზარ ტატალაშვილი, აშკარად დაჩაგრეს - სწორედ ცკაევთან 1/8 ფინალში, რომელმაც ბადიდან გასავლელად უკვე მატია კასე დაამარცხა.



რაც შეეხება ცკაევამდე ტატოს გზას ასეთი გამოდგა - გრიგალაშვილმა მისთვის ჩვეულ მანენარი მოახერხა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი გაჯიმურად ომაროვი დაამარცხა, ამის შემდეგ, შვეიცარიელი აურელინ ბონფერონის მოუგო იპონით, 1/4 ფინალში კი, სლოვენიელ ნაცე ჰერკოვიჩი დაამარცხა ასევე იპონით და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც სერბი მიჰაილო სიმინი დაამარცხა, ამჯერად პასოკუ-მაკეთიდა ფინალში გავიდა.


აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტატო ზედიზედ მეექვსედ გავიდა და როგორც საკმაოდ დაძაბულ და ემოციური ბრძოლის შემდეგ გაირკვა წითელი „არშიაც" დაიბრუნა. რეალურად ქართველი, აღნიშნულ წონაში კონკრეტულ ჩემპიონატზე დომინანტური იყო და შედეგიც არავის უნდა გაჰკვირვებოდა. მათ შორს მასპინძლებს.



ახლა, ქართული მედია, ტატოსთან შესახვედრად ემზადება. დაჯილდოების ცერემონიაში კი, საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, დღესვე, გოგონების წონა, ფეხბურთში, მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონმა და გუნდის კაპიტანმა, გერმანიის ლეგენდარული ნაკრებიდან, ლოთარ მათეუსმაც მიიღო, რომელიც ბაქოში მიმდინარე ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატს, სტუმრის სტატუსში ესწრება.


შეგახსენებთ, რომ დღეის ჩათვლით ქართული გუნდის ანგარიშზე სამი მედალია: ბრინჯაო -გიორგი სარდალაშვილი (-60კგ), ვერცხლი - ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და დღეს ოქრო - ტატო გრიგალაშვილი (-81კგ).



ინდივიდუალური ასპარეზობა ხვალ ორ წონაში -90კგ და -70 კგ გაგრძელდება. ჩვენებიდან ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ნინო გულბანი წარსდგებიან.


შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი, აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე 13 ჯუდოკათი ასპარეზობს. დარჩენილ დღეებში, ჩვენი შემადგენლობა, ხვალინდელის ჩათვლით ასეთია:




ბიჭები:

-90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

-100 კგ ილია სულამანიძე

+100 კგ გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი

გოგონები:

-70 კგ ნინო გულბანი

+78 კგ სოფიო სომხიშვილი



სპეციალურად ბაქოდან