
ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯუდოში მე-5 დღე ქართული გუნდისთვის უიღბლო გამოდგა. ერთი დღით ადრე, ტატო გრიგალაშვილის მიერ მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ, შეგულიანებული ქართველები და რაღა დაგიმალოთ და ჩვენც, ქართული ფინალის მოლოდინში ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით -90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველებს, ლუკა მაისურაძესა და ლაშა ბექაურს, ორივე რთული ბადე ჰქონდა. შესაძლოა სწორედ, ამ მოლოდინიდან გამომდინარე, თავს უფლება მივეცით Milli Gimnastika Arenası-ზე ოდნავ გვიან მივსულიყავით და სამწუხაროდ, ლუკას პირველი შეხვედრა სერბ ბორის რუტოვიჩთან იუკოთი დამარცხდა. თავის მხრივ, სერბი 1/4 ფინალიდან გამოეთიშა ასპარეზობას. ლუკა, გამომდინარე იქიდან, რომ განთესილი იყო, მეორე წრიდან დაიწყო.
აი, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, 301-ე არაგველს კი, პირველი წრიდან მოუხდა მედლებისთვის ბრძოლის დაწყება. თავდაპირველად სამხერთ კორეელი მინკი სონგი იპონით დაამარცხა. ამის შემდეგ, სენეგალელი რიან დაკოსტა დაამარცხა და 1/8 ფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, იაპონელ სანშირო მურაოს „დაეჯახა". პირველ ტატამზე, საკმაოდ საინტერესო დაპირსპირევას ველოდით, თუმცა, ყველაფერი 38-ე წუთზე იაპონელის სუფთა გამარჯვებით დასრულდა. აქვე, ალაბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ლაშა, რომელიც თბილისში, ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის, ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდა, შეჯიბრის წინ თავს კარგად გრძნობდა. თუმცა, არ გვიწყენს 301-ე, მურაოსთან შეხვედრისას პირადად მე, მისი მთის ვაიბი დამაკლდა. მჯერა, რომ გუნდურზე ის, ამ განწყობასაც დაიბრუნებს, რადგან 11-ში, მისი ეს განწყობა გუნდს დასჭირდება.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სამწუხაროდ, ბიჭებში დღეს, მედლების გარეშე დავრჩით. ერთადერთი იმედი, გოგონებში, -70 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო გულბანი რჩებოდა, რომელმაც თავის მხრივ, ჩინელ ინ ინ ფენს მოუგო პირველივე შეხვედრაში იპონით და ბიჭებში იმედგაცრუებული ქართველი ქომაგი და მედია, რომელიც ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატს ასეთი მრავალრიცხოვანი პირველად ესწრება, მეორე ტატატამს მიგვაჯაჭვა. მეორე წრეში ნინო ისრაელის წარმომადგენელს მაია გოშენს დაუპირისპირდა. ჩვენი გოგონასთვის შეხვედრა შიდოთი დაიწყო, თუმცა, ნინომ მოახერხა მობილიზება და ჯერ იუკო აიღო მეტოქეს, შემდეგ კი ვაზარით გაიმარჯვა და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც წონის რეიტინგის მე-8 ნომერს იდა ერიკსონს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ იპონით დამარცხდა. აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნინო წონის რეიტინგში მხოლოდ 74-ე ადგილზე იყო.
ბუნებრივია, ქართველები იმ ერის კატეგორიას განვეკუთვნებით, რომლებიც ყოველთვის ოპტიმიზმით ვცხოვრობთ, შესაბამისად, ბაქოშიც, ინდივიდუალურ ასპარეზობაში დარჩენილ ორ საასპარეზო დღეს, სადაც ჩვენი 13-კაცია (კაციან-ქალიანი) გუნდიდა ოთხი სპორტსმენი კიდევ დაგვრჩა Milli Gimnastika Arenası-ში კვლავ ველოდებით ქართული ჰიმნის აჟღერებას - ეს ინდივიდუალური ასპარეზობა მაქვს მხედველობაში.
|
![]() |
![]() |
![]() |
ხვალ, Milli Gimnastika Arenası-ში წინასწარი ასპარეზობები 10:00 საათიდან დაიწყება. ქართული გუნდიდან ხვალ -100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე გვეყოლება, რომელიც მეორე წრიდან დაიწყებს ასპარეზობას. 18:00 საათიდან დაიწყება ფინალური ბლოკი.
ზეგ, 10 ოქტომბერს კი, ტატამზე ჩვენი მძიმეწონოსნებს ვიხილავთ: +100 კგ წონაში გურამ თუშიშვილსა და ირაკლი დემეტრაშვილს, ხოლო +78 კგ წონაში სოფო სომხიშვილს.
აქვე შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს ამავე არენაზე შერეული გუნდური პირველობა გაიმართება, სადაც მოქმედი ჩემპიონი საქართველოს ნაკრებია.
სპეციალურად ბაქოდან





ჩვენ














