
ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯუდოში დღეს მორიგი საასპარეზო, რიგით მესამე დღე იყო. ამ დღეს მედლები ორ წონაში -57კგ და -73 კგ წონით კატეგორიებში თამაშდებოდა. ჩვენი გუნდი კი, სამი ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი. დღეს იყო პირველი დღე, როცა ერთი წონა, -57 კგ გაორებული გვგქონდა. თუმცა, დავიწყოთ -73 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობდა.
რაღა დაგიმალოთ და „შავისგან" ჩვენი გვერდი დღეს, მედალს ელოდა. ჩვენებურმა მეორე წრიდან დაიწყო და სასტარტო შეხვედრაში კოსოვოელს დარდან ხენას დაუპირისპირდა და დამატებით დროში, რომელიც საკმაო ხანს გაგრძელდა, საბოლოო სამი შიდოთი დამარცხდა - მესამე გაფრთხილება ქართველს პასიურობისთვის მისცეს. არადა, მანამდე ბრძოლის დროს ლაშა შავდათუაშვილმა გდება შეასრულა, რომელიც ჯერ შეფასდა ვაზარით, თუმცა VAR-მა ის მოგვიანებით გააუქმა. შემდეგ მსაჯებმა ის გააუქმეს. ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში, რომელიც მრავლად ესწრება ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, შეიქმნა აზრი, რომ ტატამზე იტალიელი მსაჯის ხელმძღვანელობით, ქართველს არასამართლიანად მოექცნენ. ასე თუ ისე, ქართული ჯუდოს მოქმედი ლეგენდა, ასპარეზობას საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.
პარალელურად, -57 კგ წონით კატეგორიაში მეორე წრიდან დაიწყო და იაპონელ იაპონელ აკარი ომორისთან დამარცხდა ჩვენი ნინო ლოლაძე. სხვათა შორის ეს ის, ომორია, რომელსაც ფინალში ვერ აჯობა ეთერ ლიპარტელიანმა, მიუხედავად იმისა, რომ დამატები დროის გათვალისწინებით 6 წუთი იაპონელს, რეალურად მომენტი არ ჰქონია, იუკოთი მაინც მოახერხა ჩვენი მეორე და ამ წონის ლიდერი გოგო, ეთოს დამარცხება.
დღე კი, აღნიშნულ წონაში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ურუგვაელი მაია ლეოპოლდოს დამარცხებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეთომ პირველი სამი შეხვედრა იპონით მოგო და ბადეც საკმაოდ იოლად გაიარა. ურუგვაელის შემდეგ სძლია ბრაზილიელ სარა სოუზას და ხორვატ ანა ვიქტორია პულჟიცს. 1/2 ფინალში, ლიპარტელიანი გერმანელ სეია ბალჰაუსს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ იუკოთი გაიმარჯვა, „ქარიშხალი" რომელიც დილიდან ტატამიდან მოდიოდა ცოტა ჩამდგარი იყო, რამაც სიმართლე გვითხრა დაგვაფიქრა. შერეულ ზონაშიც, ქართული მედიის წარმომადგენლებს სთხოვა ფინალის მერე ვილაპარაკოთო.
ფინალში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეთო დამატებით დროში იუკოთი იუკოთი დამარცხდა. ქართველმა მოქმედმა ჩემპიონმა ტიტულის დაცვა ამჯერად ვერ მოახერხა, თუმცა, ვერცხლის მედალი მოიგო და პირადი კოლექცია ახლა ამ გზით შეავსო. ჩენ შევეცდებით შერეულ ზონაში ეთოს გავესაუბროთ.
ხვალ კი, ასპარეზობის მე-4 დღეს ჩვენი გუნდიდან -81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ აქართველოს ნაკრებიც სრული შემადგენლობით ბაქოში დღეს, 3 ოქტომბერს შეიკრიბა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი, მეზობელ აზერბაიჯანში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე 13 ჯუდოკათი არის წარმოდგენილი - 4 ქალი და 9 კაცი სპორტსმენი. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ჩვენი გუნდი 3 წონაში (-90 კგ, +100 კგ, -57კგ) „გაორებული" შემადგენლობით იასპარეზებს.
კაცები:
-81 კგ ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
-100 კგ ილია სულამანიძე
+100 კგ გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
გოგონები:
-70 კგ ნინო გულბანი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი
სპეციალურად ბაქოდან





ჩვენ







