
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა დღეს „პეტრო არენაზე" მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ და კვლავ ფრედ ითამაშა, ამჯერად 1-1 (იხილეთ მატჩის სტატისტიკური ოქმი).
პირველი (იხილეთ მატჩის სტატისტიკური ოქმი) თამაშისგან განსხვავებით ზურა ხიზანიშვილმა აბსოლუტურად განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა გამოიყვანა. ანგარიში კი, 36-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, მარკუს გომინსიმ გაიტანა. ანგარიში 57 წუთზე მინდორზე ერთი წუთით ადრე შეცვლაზე შემოსულმა ნიკოლოზი ბარიხაშვილი-შეყლაშვილმა გაიტანა, რომელმაც პირველ შეხვედრაშიც მოახერხა გოლის გატანა.
შეგახსენებთ, რომ ხიზანიშილის 19-წლამდე ნაკრებისთვის ლატვიასთან ორი სპარინგი ევროპის ჩემპიონატის B ლიგის მეორე ჯგუფის მოახლოებული თამაშებისთვის ბოლო მოსამზადებელ ეტაპი იყო. აღნიშნული თამაშებისთვის, 19-წლამდეთა ნაკრებში 26 ფეხბურთელი იყო გამოძახებული: მეკარეები: დაჩი ჩოჩოშვილი („დინამო თბილისი"), საბა ასანიძე („ლოკომოტივი", თბილისი), მათე ჭელიძე („დინამო თბილისი"); მცველები: საბა მარსაგიშვილი („იბერია 1999"), შოთიკო დიაკონიძე („დინამო თბილისი"), მათე შათირიშვილი („სამგურალი", წყალტუბო), გიორგი ლომიძე („დინამო თბილისი"), ლუკა კუპრავა („ტორპედო" ქუთაისი), ლუკა შარიქაძე („დინამო თბილისი"), ალექსანდრე გეწაძე („ლოკომოტივი" თბილისი), ლუკა ჩაბრაძე („ლოკომოტივი" თბილისი), ერეკლე ძერყორაშვილი („ლოკომოტივი" თბილისი), ნიკოლოზი ბენდელიანი („დინამო თბილისი"); ნახევარდაცვა: სანდრო მიქაუტაძე („დინამო თბილისი"), ლუკა ციკოლია („დინამო თბილისი"), საბა ავდოევი („იბერია 1999"), ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999"), კობა კაკაშვილი („დინამო თბილისი"), საბა ჩხეტიანი („მეშახტე", ტყიბული), ნიკოლოზი ბარიხაშვილი-შეყლაშვილი („ატლეტიკო" ოსასუნა), გიორგი კობახიძე („დილა" გორი), ნიკოლოზ ადუაშვილი („დინამო თბილისი"), ანდრია კვირიკაძე („პარიზი", საფრანგეთი), ლუკა გურჩიანი („გაგრა"), თავდასხმა: გიორგი ქურდოვანიძე („დინამო თბილისი"), დათო მელაშვილი („ლოკომოტივი" თბილისი).
რაც შეეხება შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები სან მარინოში იასპარეზებენ და ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინას, დანიასა და სან მარინოს ნაკრებები იქნებიან. თამაშები 11-17 ნოემბრის ჩათვლით სან მარინოში, დოგანაში, ენციო კონტის სტადიონზე გაიმართება.
11 ნოემბერი, დანია - საქართველო
14 ნოემბერი, ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო
17 ნოემბერი, სან მარინო -საქართველო
ფოტო: სფფ / გიორგი არჯევანიძე





ჩვენ







