
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავამ „თრიალეთის თასი" მეორედ მოიგეს. ქართული წყვილი ახალ სეზონში, ახალი პროგრამით, რომელსაც დიდი ხანი ამუშავებდნენ პირველად ბათუმის ყინულის არენაზე წარსდგა. ქართულმა წყვილმა, რომლიც მოკლე პროგრამის შემდეგ, სოლიდური სხვაობით ლიდერობდა, თავისუფალ პროგრამაშიც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა 135.82 (63.47 /72.35), ორი პროგრამის ჯამში კი, 215.83 ქულა დააგროვა და საბოლოოდ, ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
დღეს ბათუმში, ISU-ს ჩელენჯერის ტურნირი, „თრიალეთის თასი" დაიხურა. დაიხურა ესტონეთის ჰიმნით, ნიინა პეტროკინას საპატივცემულოდ, რომელმაც ქალთა შორის ერთეულთა თანრიგის მოგება ორი პროგრამის ჯამში, 205.94 ქულით დაასრულა. მას გვედრი, რუსეთის წარმომადგენლებმა „დაუმშვენეს", რომლებიც ჯერ ისევ ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით ასპარეზობენ, თუმცა, უკვე ნათელია, რომ ერთეულ ქალთა შორის მალე ისინი კვლავ დომინანტურ პოზიციებზე დაბრუნდებიან.
მანამდე კი, მათთან ჭიდილში ჩვენმა ანასტასია გუბანოვამ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, მე-3 საფეხურზე იყო, თავისუფალ პროგრამაში 118.62 (54.21 /65.41) ქულა დაიმსახურა და თავისუფალ პროგრამაში, შუა ნაწილში 3 უხეში შეცდომა დაუშვა და შესაბამისად, მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. ეს კი, საპრიზო სამეულში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ, ორი პროგრამის ჯამში, 189.31 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
თავისუფალ პროგრამაში 113.89 (58.15 /56.74) ქულა დაიმსახურა ჩვენი გუნდის მეორე წარმომადგენელმა ინგა გურგენიძემ, რომელიც თავის მხრივ, მოკლე პროგრამის შემდეგ, მხოლოდ მე-5 ადგილზე იყო. თავისუფალში კი, მე-6 ადგილზე გავიდა და ორი პროგრამის ჯამში, 177.55 ქულით მე-6 ადგილით დაასრულა გამოსვლა.
ამრიგად, ქართული გუნდიდან, მხოლოდ ქალებმა ვერ მოახერხეს საპრიზო ადგილზე გასვლა. სამ დისციპლინაში კი, სპორტულმა წყვილებმა (ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა), სპორტულმა ცეკვებმა (დიანა დევისი / გლებ სმოლკინი) და ერთეულ კაცებში (ნიკა ეგაძე) მოახერხეს „თრიალეთის თასის" საქართველოში დატოვება.





ჩვენ







