„კიტეს“ გარეშე - საქართველოს ეროვნული ბუდაპეშტიდან ბელფასტში ჩავიდა
„კიტეს“ გარეშე - საქართველოს ეროვნული ბუდაპეშტიდან ბელფასტში ჩავიდა
03.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს 3 ოქტომბერს, ბუდაპეშტში მყოფი ჟურნალისტების ნაწილი გრძელ გზაზე ბელფასტის მიმართულებით გაფრინდა. მეორე ნაწილი და მათ შორის მეც, საქართველოში გამოვემგზავრეთ. საქართველოში გამოემგზავრნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებიც, რომლებსაც ჩენი ინფორმაციით ჩრდილოეთ ირლანდიაში შესასვლელ ვიზებზე უარი უთხრეს. ასე, რომ ბელფასტში ჩვენს ნაკრებს, ისევე, როგორც თბილისში ტრიბუნიდან მხარდაჭერა არ ექნებათ.


რაც შეეხება თავად ნაკრებს, ის, ბუდაპეშტიდან ადგილობრივი, უნგრული დროით დაახლოებით 16:00-17:00 საათის შუალედში ჩარტერული რეისით გაფრინდა ჩრდილოეთ ირლანდიაში გაემგზავრა და ბელფასტში, სასტუმრო „ჰილტონში" დაბინავდა.


გუშინ, „პუშკაშ არენაზე" უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ, უეფა-ს ერთა ლიგის მეორე ტაიმის სტარტზე, გემახსოვრებათ ოთარ კიტეიშვილი შეცვალეს. „კიტე" შეცვალეს უკრაინის წინააღმდეგაც და ორივე შემთხვევაში ფეხბურთელმა თავად ითხოვა შეცვლა. პირველში, თბილისში დასრულებული მატჩის შემდეგ, ფეხბურთელს დაღლა დაეტყო, ამჯერად კი, საქმე ტრავმასთან გვაქვს. ასე, რომ ოთარს, დროულ რეაბილიტაციას ვუსურვებთ.


საინტერესოა, ხვალინდელ პრეს-კონფერენციაზე, დაასახელებს თუ არა სვანაძე ფეხბურთელს, რომელიც ოთარ კიტეიშვილს ჩაანაცვლებს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, უეფა-ს ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრას 5 ოქტომბერს, გასვლაზე ჩრდ. ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.