
დღეს ბაქოში სტარტი აიღო ჯუდოში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატმა. ტურნირზე, ქართულ გუნდს, ერთი მედალი უკვე აქვს - ბრინჯაო. გიორგი სარდალაშვილმა -60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, თან იპონით.
სარდალაშვილმა თავდაპირველად ისრაელის წარმომადგენელი, იცხაკ აშპიზი დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში პორტუგალიელ ბერნარდო ტრალიაუ ფერნანდესთან ვაზარით ლიდერობდა, თუმცა, საბოლოოდ, ქართველმა ჰანსოკუ -მაკეტი გაიმარჯვა და ბადიდან 1/2 ფინალში გადასასვლელად ოლიმპირი თამაშების პრიზიორსა და მსოფლიო ჩემპიონს რიუჯუ ნაგაიამას გადაეყარა და სამწუხაროდ, იპონით დამარცხდა. ამის შემდეგ, ქართველმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ფრანგი ომენ ვალადიე პიკარიც იპონით დაამარცხა და რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლა, სადაც მორიგ იპონამდე და ბრინჯაოს მედლამდე, 3:27 წუთი დასჭირდა.
-60 კგ-ში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონი მასპინძელი, აზერბაიჯანელი აჰმად იუსუპოვი გახდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებიც სრული შემადგენლობით ბაქოში დღეს, 3 ოქტომბერს შეიკრიბა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი, მეზობელ აზერბაიჯანში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე 13 ჯუდოკათი არის წარმოდგენილი - 4 ქალი და 9 კაცი სპორტსმენი. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ჩვენი გუნდი 3 წონაში (-90 კგ, +100 კგ, -57კგ) „გაორებული" შემადგენლობით იასპარეზებს.
კაცები:
-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
-100 კგ ილია სულამანიძე
+100 კგ გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
გოგონები:
-57 კგ ეთერი ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
-70 კგ ნინო გულბანი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი
ხვალ, Milli Gimnastika Arenası-ში წინასწარი ასპარეზობები 10:00 საათიდან დაიწყება. ქართული გუნდიდან ხვალ -66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი გვეყოლება. ფინალური ბლოკი კი, 18:00 საათიდან დაიწყება.
ფოტო: IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი





ჩვენ







