
საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრები 19-24 იანვარს ლიეტუვაში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში დაიწყებს ასპარეზობას. ნიონში, დღეს გამართულ წილისყრაზე გადაწყდა, რომ ჩვენი მეტოქეები ანდორას, ალბანეთისა და მასპინძელი ლიეტუვას ნაკრებები იქნებიან.
საქართველოს ნაკრები ასპარეზობას წინასწარი ეტაპიდან დაიწყებს, მომდევნო ეტაპზე კი, ჯგუფის გამარჯვებული გავა. იმ შემთხვევაში, თუ მოიგებს საქართველოს ნაკრები და მეინ-რაუნდში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, ჩვენი ნაკრების მეტოქეები სლოვენიას, ბელგიას და ბელარუსს 19-წლამდე ფუტსალის გუნდები იქნებიან.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც ყაზახეთში გაიმართება, ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ. ვიმედოვნებთ, რომ არჩილ ბოკერიას გაწვრთნილი 19-წლამდე ნაკრები ყაზახეთში საასპარეზო საგზურის მოპოვებას მოახერხებს.





ჩვენ







