ახალგაზრდული გასვლაზე ჩრდ. ირლანდიას დაუზავდა
ახალგაზრდული გასვლაზე ჩრდ. ირლანდიას დაუზავდა
02.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოს წინა მატჩი ითამაშა. ჩრდ. ირლანდიურ „შოუგრაუნდ სთედიუმზე" შეხვედრა 11 თვის წინ, ქუთაისში, „რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე დასრულებული მატჩის იდენტური ანგარიშით, 1-1 დასრულდა. იმ მატჩის გმირებიდან, ლუკა ლაცაბიძე და გაბრიელ სიგუა მყავს მხედველობაში, დღეს მონაწილეობა არც ერთს არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ სიგუას ტრავმა აქვს, რაც შეეხება ლაცაბიძეს, გიორგი ადამიამ, ის მოედანზე მას შემდეგ, ზუსტად 1 წუთში შემოუშვა, რაც ჩრდ. ირლანდიელებმა გაგვითანაბრეს.


„პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის პირველი 15 წუთი, გოლის გატანამდე გუნდმა ისე ითამაშა, როგორც დავგეგმეთ. კარგ პრესინგს ვთამაშობდით. დაცვაშიც ყურადღებით ვიყავით, მოწინააღმდეგეს მინიმალური მომენტები შევაქმნევინეთ, ამას გარდა ჩვენ გვქონდა ბევრი მომენტი. ამ თამაშში შანსი მივეცით დოლტმურზიევს და  ყავლაშვილს, რომლებმაც ვარჯიშებზე თავი კარგად წარმოაჩინეს. ზოგადად თამაშშიც იყო შეცდომები, თუმცა, მათზე, დეტალურად ანალიზის შემდეგ ვისაუბრებთ", - ამბობს გიორგი ადამია, საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


ანგარიში კი, 53-ე წუთზე ნიკოლოზ დადიანის ჩამოწოდებულ კუთხურს მოჰყვა, რომელიც საბოლოოდ გოლით, ჰალიდ დოლტმურზიევმა დააგვირგვინა. გიორგი ადამიამ დღეს, სათადარიგოთა სკამდე დატოვა პაპუნა ბერუაშვილი, რომელმაც ბერძნებთან, თბილისურ მატჩი, 3 გოლი გაუშვა. სასტარტო შემადგენლობაში კიდევ რამდენიმე ცვლილება გააკეთა.


„ჩვენი თამაშები ყოველთვის რთულია. ვფიქრობ, ის შანსები, რომ გამოგვეყენებინა, ჩვენ გავიმარჯვებდით. გოლი გავიტანე და ამით ბედნიერი ვარ, რადგან იყო, პირველი გამოძახება, პირველი სასტარტო და პირველი გოლი. კარგი გაკვეთილი იყო. ყველა თამაში, რთულია, განსაკუთრებით ალბათ, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ რაც გვიწევს. ვეცდებით, ავიღოთ 3 ქულა", - ამბობს ჰალიდ დოლტმურზივი.


აღსანიშნავია, რომ მატჩი, ქართული გუნდის სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა.  საბოლოოდ მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.


9 ტურის შემდეგ, 6 გუნდიან ჯგუფში საქართველოს ნაკრები მე-4 ადგილზეა. ბოლო შეხვედრას კი, ჩვენი გუნდი 6 ოქტომბერს გერმანიაში, ადგილობრივი 21-წლამდების წინააღმდეგ გამართავს.


 

სფფ-ის ფოტო