
ბუდაპეშტის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ტურისტულ ლოკაციაზე, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში (Városliget), სადაც გრაფი დრაკულას სკულპტურას ბევრი ისე ჩაუვლის, რომ ვერც კი შეამჩნევს და სადაც, ევროპის კონტინენტის პირველი (M1) მეტროსადგურია, თანაც მუშა მდგომარეობაში, ხვალ ქართველი ქომაგები, ადგილობრივი დროით 17:30 საათიდან დაიწყებენ შეკრებას და მოგვიანებით, პუშკაშ არენას მიმართულებით მოაწყობენ მსვლელობას.
სტადიონზე, რომელიც საფეხბურთო მატჩების დროს 67,215 მაყურებელს იტევს და საკმაოდ ხმაურიანიც არის, ხვალ 100 ქომაგთან ერთად, სტუმარი გუნდის სექტორში, ანუ ქართველ გულშემატკივარს ვგულისხმობთ 1200-მდე გაყიდული ბილეთის მფლობელიც აუბამს მხარს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებმა დღეს, სოციალურ ქსელში შეკრებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და ყველას, ვისაც მსვლელობაში მონაწილეობის სურვილი აქვს, სთხოვეს შეკრების ადგილზე თეთრი ფერის მაისურებში მოვიდნენ.
ოქტომბრის მიუხედავად, ბუდაპეშტში დღეს გვარიანად ცხელოდა, თუმცა, ხვალ ამინდის პროგნოზის რამდენიმე ვებ-გვერდზე საღამოს წვიმაა გამოცხადებული. ასე, რომ თუ რამე, ბუდაპეშტში მყოფო საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებო, მაინც, გაითვალისწინეთ.
სპეციალურად ბუდაპეშტიდან.





ჩვენ







