ოთარ კაკაბაძე „პუშკაშ არენაზე“ ეროვნულის მაისურს მეოთხმოცედ მოირგებს
ოთარ კაკაბაძე „პუშკაშ არენაზე“ ეროვნულის მაისურს მეოთხმოცედ მოირგებს
01.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ერთა ლიგის ხვალინდელ შეხვედრაში, რომელიც უნგრეთში, ცნობილ პუშკაშ არენაზე გაიმართება, ოთარ კაკაბაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს მე-80-ედ მოირგებს. ამის შესახებ, „კაკაბამ" ამავე სტადიონზე, დღეს, გამართულ პრეს-კონფერენციაზეც ილაპარაკა.


„მე-80 თამაშია უკვე. დებიუტი 2015 მქონდა და დრო მალე გავიდა, მაგრამ 80 თამაშამდე თუ მივიდოდი ვერ წარმოვიდგენდი. ამაყი ვარ, რომ წლების განმავლობაში ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ვიყავი მწვრთნელისთვის და ქვეყნისთვის", - აღნიშნა კაკაბაძე, რომელსაც ალბათ, კიდევ უფრო მეტი თამაში ექნებოდა, რომ არა ტრავმა, რომლის გამოც ოთარს საკმაოდ დიდი დრო გაუცდა.


„პუშკაშ არენაზე" „კაკაბას" მეტოქის შესახებაც დაუსვეს კითხვა, რაზეც, ოთარმა უპასუხა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყველამ კარგად იცის, რომ ამ გუნდისგან „მეტს ელოდებიან".


„ცუდად დავიწყეთ, ყველა მეტს ელოდება ჩვენგან, დიდი სურვილია რომ ჯგუფში ზედა ადგილი დავიკავებთ. წინა თამაშში ქულაზე მეტს ვიმსახურებდით. უკეთესები ვიყავით უკრაინაზე. რაც შეეხება დაღლილობას, ყველა გუნდს ამ პრობლემის წინაშე დგას და ვნახოთ," - ამბობს კაკაბაძე.



გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელის ცვლილება მოხდა უკრაინასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე და კონკრეტული თბილისური თამაშისთვის რამაზ სვანაძეს დრო არ ჰქონდა გუნდთან ადაპტაციისთვის, ისევე, როგორც ფეხბურთელებს, ბუნებრივია, რომ კაკაბაძეს, ამ ვითარების შესახებაც დაუსვეს კითხვა.


„რამდენიმე დღეა რაც ახალი მთ მწვრთნელი გვყავს. არის ცვლილებები და ვცდილობთ, ეს შევასრულოთ მოედანზე. ამისთვის მოკლე დღე გვგქონდა და დეტალებზე თქვენთან ვერ ვიმუშავებთ. ბევრი სამუშაოა და ვცდილობთ სწრაფად გადავიტანოთ თამაშებზე", - ამბობს კაკაბაძე.


შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგაზე, უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ამ მომენტისთვის ორივე გუნდს თითო ქულა აქვს, თუმცა, საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-3, ხოლო უნგრეთი მე-4 ადგილზეა.