„რუსთავის“ 15-წლამდელ გოგონათა გუნდმა Poseidon Girls Cup 2026-ი მოიგო
„რუსთავის“ 15-წლამდელ გოგონათა გუნდმა Poseidon Girls Cup 2026-ი მოიგო
29.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო კლუბის „რუსთავის" 15-წლამდე გოგონათა გუნდი, სექტემბრის ბოლო დღეებში ესტონეთში, ქალაქ კაარიკუშ, აღნიშნული ასაკობრივი გოგონების საერთაშორისო ტურნირში „Poseidon Girls Cup 2026" მონაწილეობდა. ტურნირზე, რომელშიც ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის 13 კლუბი მონაწილეობდა, ერთადერთი „გამონაკლისი" ქართული კლუბი „რუსთავი" იყო.


„საკმაოდ საინტერესო ტურნირო იყო და რუსთაველმა გოგონებმა დიდი გამოცდილება შეიძინეს. არა მხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრისით. სასიამოვნოა, რომ ყველა შეხვედრაში გავიმარჯვეთ და ტურნირიც მოვიგეთ. 10 გოლი გავიტანეთ ისე, რომ კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ", - ამბობს ნინო პასიკაშვილი, საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი და რუსთავის გოგონათა კლუბის სულისჩამდგმელი, რომელიც ესტონეთში კლუბს ახლდა.


ტურნირის ფორმატით გუნდები ქვეჯგუფებში იყვნენ გადანაწილებულნი და ჯგუფში 3-3 შეხვედრის გამართვა მოუწიათ. „რუსთავმა" სასტარტო მატჩში „ლევადია" დაამარცხა 0-1, მომდევნო შეხვედრაში „მაარდუ" დაამარცხა 4-0, ხოლო, ჯგუფის ბოლო მატჩში, „არეტეს" სძლია 3-0.


ამის შემდეგ, „რუსთავმა" 1/2 ფინალში მოახერხა „ვიიმსის" დამარცხება მინიმალური ანგარიშ 1-0 და ფინალში გავიდა, სადაც ტურნირის ფავორიტს, ლატვიური „სიგულდას" ასევე მინიმალური ანგარიშით, 0-1 მოუგო.


ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც ჩვენი, რუსთაველი ბარბარე გურგენიძე გახდა, რომელმაც ქართველების მიერ გატანილი 10 გოლიდან 3 მიითვალა.



ფოტო: გოგონათა გუნდი „რუსთავი"