ზურა ხიზანიშვილის ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
ზურა ხიზანიშვილის ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
30.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 2 და 5  ოქტომბერს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ზურა ხიზანიშვილის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის B ლიგა მეორე ჯგუფი მნიშვნელოვანი სამი შესარჩევი შეხვედრისთვის ემზადება, ბოლო სპარინგს ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. ორივე შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისი დროით 18:00 საათზე დაიწყება.


აღნიშნული თამაშებისთვის, 19-წლამდეთა ნაკრებში 26 ფეხბურთელი იყო გამოძახებული: მეკარეები: დაჩი ჩოჩოშვილი („დინამო თბილისი"), საბა ასანიძე („ლოკომოტივი", თბილისი), მათე ჭელიძე („დინამო თბილისი"); მცველები: საბა მარსაგიშვილი („იბერია 1999"), შოთიკო დიაკონიძე („დინამო თბილისი"), მათე შათირიშვილი („სამგურალი", წყალტუბო), გიორგი ლომიძე („დინამო თბილისი"), ლუკა კუპრავა („ტორპედო" ქუთაისი), ლუკა შარიქაძე („დინამო თბილისი"), ალექსანდრე გეწაძე („ლოკომოტივი" თბილისი), ლუკა ჩაბრაძე („ლოკომოტივი" თბილისი), ერეკლე ძერყორაშვილი („ლოკომოტივი" თბილისი), ნიკოლოზი ბენდელიანი („დინამო თბილისი"); ნახევარდაცვა: სანდრო მიქაუტაძე („დინამო თბილისი"), ლუკა ციკოლია („დინამო თბილისი"), საბა ავდოევი („იბერია 1999"), ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999"), კობა კაკაშვილი („დინამო თბილისი"), საბა ჩხეტიანი („მეშახტე", ტყიბული), ნიკოლოზი ბარიხაშვილი-შეყლაშვილი („ატლეტიკო" ოსასუნა), გიორგი კობახიძე („დილა" გორი), ნიკოლოზ ადუაშვილი („დინამო თბილისი"), ანდრია კვირიკაძე („პარიზი", საფრანგეთი), ლუკა გურჩიანი („გაგრა"), თავდასხმა: გიორგი ქურდოვანიძე („დინამო თბილისი"), დათო მელაშვილი („ლოკომოტივი" თბილისი).


თუმცა, კონკრეტულად თამაშების წინ, ჩვენი19-წლამდეთა გუნდის ერთი წევრმა ანდრია კვირიკაძემ ტრავმა მიიღო და ამხანაგურ თამაშებში ვერ დაეხარება გუნდს.


შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები B ლიგაში ასპარეზობს. ჩვენი გუნდის მეტოქეები, ჯგუფში, რომლის თამაშებსაც სან მარინო უმასპინძლებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, დანიასა და სან მარინოს ნაკრებები არიან. თამაშები 11-17 ნოემბრის ჩათვლით სან მარინოში, დოგანაში, ენციო კონტის სტადიონზე გაიმართება.


11 ნოემბერი, დანია - საქართველო

14 ნოემბერი, ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო

17 ნოემბერი, სან მარინო -საქართველო