საქართველოს ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტშია და უეფა-ს ერთა ლიგის მესამე კალენდარული მატჩისთვის ემზადება
საქართველოს ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტშია და უეფა-ს ერთა ლიგის მესამე კალენდარული მატჩისთვის ემზადება
30.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისის დროით 16:14 საათზე ჩარტერული რეისით ბუდაპეშტში გაემგზავრა. Smaerwings- ის ბორტზე, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისა და სფფ-ის ოფიციალური დელეგაციის გარდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრების ქომაგების ტრიბუნიდან 30 გულშემატკივარი და სპორტული ჟურნალისტების მცირე ჯგუფი გაფრინდა. აქვე გეტყვით, რომ საერთო ჯამში, „პუშკაშ არენაზე" დაგეგმილ შეხვედრას, 20-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი გააშუქებს, უშუალოდ უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული  ნაკრებების მატჩის არენიდან.


რაც შეეხება, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, აეროპორტში მოსვლამდე გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის განკარგულებში არიან: მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე", თურქეთი), დავით კერესელიძე („დილა", საქართველო);  მცველები: ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი", გერმანია), ლაშა დვალი („ცსკა 1948", ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე („მონცა", იტალია), ილია ბერიაშვილი („მტკ ბუდაპეშტი", უნგრეთი), საბა საზონოვი („ხეტაფე", ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე („ქაისერისფორი", თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), საბა ხარებაშვილი („ბაშაქშეჰირი", სტამბოლი); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია", ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო", ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ", აშშ), ოთარ მამაგეიშვილი („ვოლფსბერგი", ავსტრია), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო", საქართველო), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე", იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი აბუაშვილი („მეცი", საფრანგეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა სტრედა", სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).


ბუდაპეშტში ჩარტერული ბორტი თბილისის დროით 19:18 საათზე დაეშვა, აეროპორტიდან  კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები „რედისონ ბლუ ბეკე"-ში დაბინავდა. ხვალ, 1 ოქტომბერს, ჩვენი ნაკრები მატჩის წინა ვარჯიშს გამართავს. რამაზ სვანაძეს კი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, პირველ გასვლით პრეს-კონფერენციაზე მოუწევს მედიის კითხვებზე პასუხის გაცემა.


უნგრეთის ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში და პრესკონფერენცია ტელკიში, უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გამართავს, რაც „პუშკაშ არენიდან" დაახლოებით 40 წუთი 1 საათის სავალშია. ჩვენი მეტოქე მედიის კითხვებს პასუხებს 13:15 საათზე  (15:15 თბილისის დროით) გასცემს. 15:45 (17:45 თ.დ.) კი, პროტოკოლით გათვალისწინებული ვარჯიში გაიმართება, სადაც მედიას, მხოლოდ 15 წუთი ექნება დრო მუშაობისთვის.


გამოდინარე იქიდან, რომ ჩვენი ნაკრების პრეს-კონფერენცია 17:00  (19:00 თ.დ.) საათზე იწყება „პუშკაშ არენაზე", შემდეგ კი, ასევე 15 წუთიანი დრო გვეძლევა ვარჯიშის გაკეთების, ბუნებრივია, რომ არჩევანის გაკეთება გვიწევს და ჩვენც, ვარჩევთ საქართველოს.


შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგის მესამე კალენდარული მატჩი, უნგრეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 (20:45 ადგილობრივი დროით) საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


დანარჩენი უკვე ხვალ.


სპეციალურად ბუდაპეშტიდან.