
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს ხვალ, 28 სექტემბერს, „დინამო არენაზე", უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. განსხვავებით ჩვენი ეროვნულისგან, უკრაინის ნაკრებმა დღეს, დილის 12:00 საათზე მიხეილ მესხზე ივარჯიშა და შესაბამისად, „დინამო არენასაც" გემოს ხვალ მოუსინჯავენ. თუმცა, მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უკრაინის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ და ფეხბურთელმა ოლექსანდრ ზუბკოვმა უპასუხეს.
განსხვავებით პირველი თამაშიდან, რომელშიც უკრაინის ნაკრებმა „პუშკაშ არენაზე" მასპინძელი რუმინეთი 0-1 დაამარცხა, ჩვენი ხვალინდელი მეტოქის შემადგენლობაში, იქნება რამდენიმე ცვლილება. ჩვენი მეტოქის განაცხადში ვერ იქნება ოლეკსანდრ ნაზარენკო, რომელმაც უნგრელებთან შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.
„იარემჩუკი კარგადაა, მაგრამ მიკოლონეკოს მცირე პრობლემა აქვს და გარისკვა არ გვინდა. დანარჩენი, ვფიქრობ, მზად ვართ. ვერგები იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან, შეგვიძლია ვითამაშოთ გამთამაშებლით, ერთი ფორვარდით ან ორი ფორვარდით, ამ მხრივ ბევრი არაფერი იცვლება. მთავარია, რომ ფეხბურთელები მზად არიან ყველა დავალება შეასრულონ. ამას გარდა, ხვალ ითამაშებს ტრუბინი, ველაპარაკე მეკარეებს - პირველი თამაში რიჟნიკმა ითამაშა, მეორეს კი, ტრუბინი ითამაშებს", - ამბობს ანდრეა მალდერა, უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
სხვათა შორის, უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ფავორიტის დასახელება გაუჭირდება და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩში საქართველომ წააგო. ანდრეა მალდერამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები არ იმსახურებდა წაგებასო. საკმაოდ საინტერესო იყო, ანდრეა მალდერას მოსაზრება ქართველ ფეხბურთელებზე.
„ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელი იტალიაში წარმატებით თამაშობს, გიორგი კვერნაძეს გამოვარჩევ, რომელიც ახლა „ფროზინონეში" თამაშობს და ძალიან კარგად. ისინი არიან ძალიან კარგი ხარისხის ფეხბურთელები ტაქტიკურად და ტექნიკური თვალსაზრისითაც", - აღნიშნა მალდერამ.
ქართველ ფეხბურთელებთან მიმართებაში, უკრაინული გუნდის იტალიელ მწვრთნელს ხვიჩა კვარაცხელიას გამოც მოუხდა.

„კვარა" შესანიშნავი ფეხბურთელია, მიმაჩნია, რომ ხვიჩა ოქროს ბურთს იმსახურებს და ვუსურვებ წარმატებებს და ეს მხოლოდ პსჟ-ში გატარებული წლების გამო არა, ის კარგი იყო „ნაპოლიშიც". ახლა ზაბარნისთან ერთად თამაშობს. რა თქმა უნდა, ისინი პსჟ-ში მეგობრები არიან, მაგრამ ხვალ მეტოქეები იქნებიან", - ამბობს იტალიელი.
ის, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელი შეიცვალ, რა თქმა უნდა უკრაინელებს ამბად გზაში დაეწიათ.
„ეროვნულ ნაკრებში ტაქტიკური თვალსაზრისით ცვლილებების შეტანა მოკლე დროში ადვილი არაა. მწვრთნელის ცვლილება, რა თქმა უნდა, მოქმედებს გუნდზე. მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ და საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ცვლილებაზე ფიქრში დრო არ უნდა დავკარგოთ", - ამბობს მალდერა.
„რა თქმა უნდა, საღამოს ვისაუბრებთ მწვრთნელის ცვლილებაზე. შეიძლება სხვადასხვანაირად იმოქმედოს ამ ფაქტმა. საქართველოს ნაკრები ძალიან ტექნიკურია. ყველა ფეხბურთელი ელოდება ხვალინდელ თამაშს მოუთმენლად, როტაცია იქნება და ყველა მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება, თავის მაქსიმუმს აჩვენებს", - ამბობს ზუბკოვი.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს მეთორმეტედ დაუპირისპირდებიან. ურთიერთშეხვედრების ბალანსი უკრაინელების მხარეს არის 7 მარცხი და 4 ფრე. აქედან ბოლოს, ბათუმში, 2024 წლის ნოემბერში კოკისპირულ წვიმაში ვითამაშეთ უკრაინასთან ფრედ, 1-1.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი





ჩვენ







