
დღეს ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფის მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა. ქვედა ექვსეულს დამაჯერებლად ლიდერობს „მართვე", რომელმაც ამ ტურშიც მოახერხა გამარჯვება.
თბილისში, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში ქუთაისელები „ელიტას" ესტუმრნენ და 0-2 დაამარცხეს. ანგარიში მე-16 წუთზე ანა ჯანელიძის გოლით გაიხსნა. მეორე ტაიმში, 77-ე წუთზე კი, ანასტასია ხანთაძემ საბოლოო ანგარიშ დააფიქსირა. „მართვემ" გაიმარჯვა და 40 წულით ქვედა ჯგუფში ლიდერია.
ქუთაისელებთან ორი ქულა აშორებს, ქალთა ლიგის დებიუტანტ „თეთრიწყაროს", რომელმაც დღეს შვიდბურთიანი სხვაობით, 9-2 მოუგო „რაჭა 2020"-ს. სფფ-ის რუსთავის საფეხბურთო ცენტრში, ანგარიში მე-11 წუთზე, ქეთევან ქართველიშვილის გოლით გაიხსნა, რომელმაც მოგვიანებით (70') დუბლიც შეასრულა. ამის შემდეგ, გამოცდილმა თამარ კვალიაშვილმა „ჰეთ-თრიქი" შეასრულა (20', 25', 42') და რეალურად, ამ თამაშის ბედიც პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. თუმცა, სტუმრებმა ორივე ტაიმში თითო გოლის გაქვითვა მოახერხეს - რაჭველთაგან დუბლი ნინო მაისაშვილმა შეასრულა (29', 58'). მეორე ტაიმის სტარტზევე ბარბარე ბერუაშვილმა (55'), გაზარდა სხვაობა. ამ მონაკვეთში დუბლი, ანა გრიგალაშვილმა (80', 83') შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი, ქრისტინა კვიციანმა დააფიქსირა 86-ე წუთზე.
ქვედა ჯგუფში მესამე ადგილზეა 35 ქულით თბილისის „ვერე", რომელმაც დღეს, საფეხბურთო ცენტრ „ავაზაში", სოხუმის „დინამო" 1-6 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ მე-15 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს ლიზი კაკულიას გოლით, ტაიმის მიწურულს, მათ შეცდომას ავტოგოლი მოჰყვა და პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა. მეორე ტაიმის 8 წუთიან მონაკვეთში კი, ანა დავითულიანის (61', 68') დუბლით და ანა-სოფია ბერიშვილის (64') გოლებით, სტუმრები უკვე სამბურთიანი სხვაობით იყვნენ წინ. მასპინძელთა ამ გასაჭირს, ისიც დაემატა რომ 73-ე წუთზე გუნდის ლიდერმა მეორე ყვითელი ბართი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. ნაკლულ „დინამოს" კი, 75-ე წუთზე ჯერ ლოკა კალოიანმა გაუტანა, 82-ე წუთზე კი, დავითულიანმა მესამედაც მოახერხა გატანა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2027 წელს ქალთა ლიგაში 10-ის ნაცვლად 8 გუნდი ითამაშებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვედა ექვსეულიდან ქალთა ლიგა სამი ბოლო ადგილზე გასული გუნდი დაემშვიდობება.
რაც შეეხება ქალთა ლიგის ზედა ჯგუფს, 1 ოქტომბრამდე, დღემდე, როდესაც ეროვნული ნაკრები დაიწყებს შეკრებას, ზედა ჯგუფის მე-5 ტურის ორი შეხვედრა გაიმართება. 29 სექტემბერს, გვიმბალაურში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ლანჩხუთი" „ნიკე-ლუსოს" უმასპინძლებს, 30 სექტემბერს კი, „ბათუმი"- „კვარტალს" მიიღებს.





ჩვენ







