
დღეს ბათუმში, ყინულის სასახლეში, ISU-ს იუნიორთა გრან პრის მე-5 ეტაპი დასრულდა. სამწუხაროდ, ტურნირზე მოასპარეზე სამი ქართველი სპორტსმენიდან მედლის აღება ვერც ერთმა მოახერხა, თუმცა, ჩვენებმა, საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღეს, თანაც მშობლიურ კედლებში.
გოგონათა შორის ერთეულ თანრიგში შეგახსენებთ, რომ ორი წარმომადგენელი გვყავდა - ინგა გურგენიძე და ქეთევან მახარაძე. მოკლე პროგრამის შემდეგ, 64.77 (38.39 /26.38) ქულით მე-7 ადგილზე იყო ინგა გურგენიძე. რომელმაც დღეს, თავისუფალ პროგრამაში 106.35 (56.29 /52.06) დაიმსახურა და მხოლოდ, მე-11 ადგილით დაასრულა გამოსვლა კონკრეტულ დისციპლინაში. თუმცა, ორი პროგრამის ჯამში, ქართველმა 171.12 ქულა დააგროვა და საბოლოოდ, მე-8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
მოკლე პროგრამის შემდეგ, 42.56 (22.28 /21.28) ქულით, 24-ე ადგილზე იყო ჩვენი გუნდის მეორე წარმომადგენელი ქეთევან მხეიძე. თუმცა, დღეს ქეთიმ თავისუფალ პროგრამაში პირადი შედეგიც გააუმჯობესა და სეზონის საუკეთესო შედეგიც ჩვენა 84.16 (45.34/ 40.82), კონკრეტულ დისციპლინაში 21-ე ადგილზე გასვლა მოახერხა და ორი პროგრამის ჯამში, 126.72 ქულით 23-ემ დაასრულა ასპარეზობა 35 მონაწილეს შორის.
ერთი დღის ადრე დაასრულა ასპარეზობა ერთეულ ბიჭებში მოასპარეზე მაკარ ნიკოლაევმა, რომელმაც ორი პროგრამის ჯამში, 184.16 ქულით, მე-9 შედეგით დაასრულა ასპარეზობა 26 მონაწილეს შორის. მოკლე პროგრამის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენელი 67.18 (33.83 /33.35) ქულით მე-8 ადგილზე იყო. თავისუფალ პროგრამაში კი, 117.64 (58.86 /60.78) ქულა დაიმსახურა და დისციპლინა მე-10 პოზიციით დახურა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბათუმი, მხოლოდ რამდენიმე დღის დაემშვიდობება ზამთრის ამ ლამაზ სახეობას და ოქტომბერში, უფრო სოლიდური შემადგენლობით ISU-ს ჩელენჯერის ეტაპს უმასპინძლებს, რომელზეც, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. „თრიალეთის თასის" ამბებს, ჩვენ სხვა სტატიებში დავუბრუნდებით.





ჩვენ







