
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის პოსტიდან წასვლას გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელია. ეროვნული ნაკრების კაპიტანმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა:
„მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით. ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება. ამ პერიოდისთვის და ერთად გატარებული წლებისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდი, ეს საფეხბურთო თავგადასავალი არასდროს დაგვავიწყდება. წარმატებებს გისურვებ მომავალში, ჩვენ კვლავ შევხვდებით", - წერს „კვარა" პირად ინსტაგრამ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ქართული მედიის ნაწილი, ვილი სანიოლის საყვედურობდა იმის, გამო, ერომ უცხოური მედიისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში, ფრანგმა სპეციალისტმა კითხვაზე, თუ ვის თვლიდა „ოქროს ბურთის" კანდიდატად, არა კვარაცხელია, არამედ ოლისე დაასახელა. მიმდინარე სანაკრებო ციკლის დაწყებისას, ტრადიციულ შეხვედრაზე ქართულ მედიასთან, პირველი კითხვა სანიოლს სწორედ, „კვარაზე" და „ოქროს ბურთის" ნომინანტებზე დაუსვეს.
„ტრადიციულად, მსოფლიო ჩემპიონატის წელს „ოქროს ბურთის" მფლობელის გამოვლენაზე დიდ გავლენას სწორედ ამ ტურნირზე ნაჩვენები თამაში ახდენს. როდესაც ის ინტერვიუ ჩავწერე, ჯგუფური ეტაპი დასრულებული იყო. იმ მომენტში ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი მაიკლ ოლისე იყო. „ბაიერნში" ჩატარებული სეზონისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, მაშინ ფავორიტად სწორედ მას მივიჩნევდი და ინტერვიუც მსოფლიო ჩემპიონატის კონტექსტში იყო ჩაწერილი. თუმცა ამის შემდეგ, იყო მსოფლიო ჩეპიონატი, რომელიც ოლისემ, როგორც საფრანგეთის ნაკრებმა „ჩააგდო". ამიტომ დღეს მას „ოქროს ბურთის" ფავორიტად ვეღარ დავასახელებ", - თქვა მაშინ სანიოლიმ (ვრცლად, იხილეთ სტატია ბმულზე).
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნად, ხვიჩა კვარაცხელია, სწორედ ვილი სანიოლის რჩევის შემდეგ აირჩია გუნდმა. რაც შეეხება „ოქროს ბურთზე" თუ ვის მისცა საქართველოს ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხმა, ამას ოქტომბრის ბოლოს, დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გავიგებთ.





ჩვენ







