დაუვიწყარი მოგონება - ევროპის ჩემპიონატზე პირველად აჟღერებული ჰიმნი და პირველი გამარჯვება
დაუვიწყარი მოგონება - ევროპის ჩემპიონატზე პირველად აჟღერებული ჰიმნი და პირველი გამარჯვება
26.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სფფ-ის სანაკრებო გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობას, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სამწვრთნელო შტაბში განხორციელებულ ცვლილებებზე, კერძოდ, ვილი სანიოლის გუნდიდან წასვლას, ფედერაციის ოფიციალური პირებიდან პირველი სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა.


„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში გატარებული წლებისთვის.


მასთან ერთად ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ქართველ გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება აჩუქა და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ წარმატებას მიაღწია - პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება. დაუვიწყარ მოგონებად დარჩება პირველად გაჟღერებული საქართველოს ეროვნული ჰიმნი, თამაში და ისტორიული გამარჯვება.


ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებთან ერთად მიღწეული ისტორიული შედეგები სამუდამოდ დარჩება ქართველი გულშემატკივრების მეხსიერებაში.


მადლობა ვილის პროფესიონალიზმისთვის, განსაკუთრებული ერთგულებისა და იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რომლებიც ერთად განვიცადეთ," - წერს კობიაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, ეროვნულ ნაკრებში 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, დღეს, ცნობილი გახდა, რომ ვილი სანიოლი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებდა ქართველმა სპეციალისტმა რამაზ სვანაძემ ჩაანაცვლა.