დაიწყო პროფესიული ურთიერთობით და გადაიზარდა უფრო მნიშვნელოვანში - ადელი ეროვნულს ემშვიდობება
დაიწყო პროფესიული ურთიერთობით და გადაიზარდა უფრო მნიშვნელოვანში - ადელი ეროვნულს ემშვიდობება
26.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შეიცვალა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავრი მწვრთნელი ვილი სანიოლი, მოსალოდნელი იყო, რომ ნაკრების ვილისთან ერთად, სამწვრთნელო შტაბში მოსული კადრებიც დატოვებდნენ. ერთ-ერთი პირველი ვილის „შტაბიდან" საქართველოს მისი ასისტენტი ადელ შედლი დაემშვიდობა:


„ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგია იყო ბოლო ექვსი წლის მანძილზე მემუშავა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ჩემი კონტრაქტი სრულდება და ეს თავიც იხურება. ვტოვებ აქაურობას მადლიერებითა და საუკეთესო მოგონებებით სავსე გულით.

 

ამ ექვსი წლის მანძილზე, მე შევიყვარე ქართველი ხალხი და ფეხბურთელები. ის, რაც დაიწყო, როგორც პროფესიული ურთიერთობა გადაიზარდა რაღაც, უფრო მნიშვნელოვანში. მოთამაშეები გახდენენ ჩემი ძმები, მეგობრები, ოჯახი.


ქართველმა ხალხმა თბილად, კეთილად, გულუხვად და პატივისცემით მიმიღო. ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმისთვის, როგორ ჩამიკარით გულში და თავი სახლში მაგრძნობინეთ.


საქართველოს ეროვნული ნაკრებს, მოთამაშეებს, მთლიანად ქართველ ხალხს, მხოლოდ წარმატებას, ბედნიერებასა და ყოველივე საუკეთესოს მომავალში.


ეს არ არის მშვიდობით, რადგან თქვენ ყოველთვის იქნებით ჩემი ძმები და ოჯახი. საქართველოს ჩემს გულში, ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება.


მადლობა ყველაფრისთვის" - წერს ადელი წერილში, რომელიც ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა.